როგორ მოხდა ასე? როგორც კი მოკვდა ლენინი, აღმოჩნდა რომ პარტიაში მეორე ადამიანი, ამხანაგი ტროცკი არის მოღალატე. კამენევმა, ზინოვიევმა, ბუხარინმა და სტალინმა (ჯუღაშვილმა) ტროცკი ჩამოაგდეს და საბჭოთა კავშირიდან განდევნეს. მაგრამ რამდენიმე წელში აღმოჩნდა, რომ კამენევი, ზინოვიევი და ბუხარინიც მტრები და მავნებლები არიან. მაშინ დიდმა ამხანაგმა ეჟოვმა ისინი დახვრიტა. მაგრამ რამდენიმე წელში გაირკვა რომ ეჟოვიც არა ამხანაგი, არამედ ჩვეულებრივი მოღალატე და უცხოური სპეცსამსახურების აგენტი იყო, ეჟოვი ბერიამ დახვრიტა.
სტალინის სიკვდილის შემდეგ ყველა მიხვდა რომ ბერიაც მოღალატე იყო, ამიტომ ჟუკოვმა ბერია ჩამოაგდო და დახვრიტა. ცოტახანში ხრუშოვმა გაიგო, რომ ჟუკოვი მტერი და შეთქმულებების ავტორია და ჩამოაგდო ჟუკოვი. სულ ცოტახანში კი გაირკვა რომ თავად სტალინიც მტერი, მოღალატე და მავნებელი იყო! მასთან ერთად კი პოლიტ-ბიუროს დიდი ნაწილიც. მაშინ სტალინი გაიტანეს მავზოლეუმიდან, პოლიტ-ბიურო და მათთან ერთად შეპილოვი კი განდევნეს ახალი პოლიტ-ბიუროს წევრებმა ხრუშოვის ხელმძღვანელობით. გავიდა რამდენიმე წელი და გაირკვა, რომ ხრუშოვი იყო ვოლიუნტარისტი, უბრალოდ ცუდი ადამიანი, ავანტიურისტი და მტერი. მაშინ ბრეჟნევმა გაუშვა ხრუშოვი პენსიაზე.
შემდეგ ბრეჟნევი მოკვდა და გაირკვა რომ ის იყო მარაზმატიკი, მავნებელი და სტაგნაციის მიზეზი.
შემდეგ იყო კიდევ ორი მარაზმატიკი, რომლებიც არავის არ დაამახსოვრდა, იმიტომ რომ ბუზებივით დაიხოცნენ.
მერე მოვიდა ახალგაზრდა და ენერგიული გორბაჩოვი და აღმოჩნდა რომ მთელი პარტია მტრებისგან და მავნებლებისგან შედგებოდა, აი ახლა გორბაჩოვი კი ყველაფერს გამოასწორებდა. და უპს, საბჭოთა კავშირიც დაინგა. -გორბაჩოვი კი მტერი და მოღალატე აღმოჩნდა.
რატომ გვაგონებს საბჭოთა კავშირის არსებობის მთელი არც თუ ისე გრძელი ისტორია არა უტოპიურ საზოგადოებაზე ორიენტირებულ სოციალურ სახელმწიფოს, არამედ ობობებით სავსე ქილას სადაც პარტ.ნომეკლატურა იბრძოდა ძალაუფლებისთვის?
ყურადღებით მოვისმენ როგორ გააპრავებენ ამას ნეო-სავოკები და კომუნიაკები, გისმენთ
This post has been edited by ბიჭური on 26 Aug 2018, 20:14