#53372647 · 4 Sep 2018, 18:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
MyChemicalRomance მართალია, მეც გამომიცდია. ამას წინათ რუსულ წარწერებზე ვწერდი და ვიღაცამ მითხრა, არაბული და ირანული წარწერები არ გაწუხებს, არაო? არადა, როგორ არ მაწუხებს. უბრალოდ, იმ მომენტში რუსულზე ვლაპარაკობდი, ყველაფერზე ერთად ხომ ვერ ვილაპარაკებ? რა თქმა უნდა, რუსული ოკუპაცია ყველაზე მწვავე პრობლემაა დღეს. და ეს გრძელდება, რამდენიმე თვის წინ ჯანმრთელი კაცი მოგვიკლეს, მერე ერთი თვე გვახვეწნინეს, მიცვალებული გადმოეცათ და ბოლოს ორგანოებამოცლილი დაგვიბრუნეს. აღარ გავაგრძელებ, ყველაფერი კარგად მახსოვს და არასდროს დამავიწყდება. მიკვირს, ვისაც ასე ადვილად შეიძლია, დაივიწყოს და ორი რუსეთის ზღაპრის დაჯერება გააგრძელოს.
რაც შეეხება თურქებს, ირანელებს და არაბებს და სხვებს, ჩვენ ძალიან რთულ გეოგრაფიულ არეალში ვცხოვრობთ. თურქეთი და ირანი ექპანსიური ქვეყნებია, ყოფილი იმპერიები, რომლებსაც დღესაც აქვთ გარკვეული ამბიციები. თურქებისთვივს ყველგან თურქეთია. მოგადგებიან და დაგიწყებენ თურქულად ლაპარაკს, გეგონება, რატომღაც უნდა იცოდე. არ ვენდობი მაგათ. არ შეიძლება მაგათი მასიური შემოშვება. ეს უნდა გააკონტროლოს კანონმდებლობამ, რომელიც ამ შემოსევას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. გარდა ამისა, მე ზოგადად მაწუხებს მუსულმანური ქვეყნებიდან ხალხის შემოდინება. ჩემთვის ჰიჯაბში გახვეული და მით უმეტეს, ბურკაში გახვეული ქალი და მის გვერდით თეთრ შორტებში და "ფრატებში" გამოწყობილი კაცი სიბნელესთან, ჩაქოლვასთან, ველურობასთან ასოცირდება და არ მინდა, რომ ეგ ხალხი აქ მომრავლდნენ. ჩვენ ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, რომ გადავრჩეთ. ისედაც სასწაულია, ამ სიტუაციაში, ამ გარემოში აქამდე რომ მოვედით და შევინარჩუნეთ რელიგია, ენა, კულტურა.
|