#53343901 · 30 Aug 2018, 19:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დააბრუნეს გატაცებულები, საინფორმაციოში თქვეს წეღან. ისე ქაცარავა მაგარია, თრუსოს ხეობაში რო შედიოდნენ, რატომ შეუშვეს მესაზღვრეებმა საშვების გარეშეო. არანაირი უფლება არ აქვს მესაზღვრეს რომ მანდ შესვლა აგიკრძალოს იმიტომ, რომ საქართველოა ეგ და არ არის ოფიციალური საზღვარი. მეტიც, ოკუპირებულ საზღვართან საერთოდ არ დგანან მესაზღვრეები, ეგ საზღვრის აღიარება იქნებოდა.
ყელიწადის ტბას რაც შეეხება, ვარ ნამყოფი. სალაშქრო ბილიკი, რომლითაც ყელიწადიდან სოფელ კეტრისში ჩამოდიხარ, ზუსტად ადმინისტრაციულ საზღვართან გადის, უბრალოდ მარშრუტის ტრაექტორია რომ იცოდე, თუ GPS არ გაქვს, უეჭველი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადახვალ, ისეთი ბილიკია. სავარაუდოდ შეცდომით გადავიდნენ.
ყელის ტბაზე ვერ წავიდოდნენ შემთხვევით, ეგ ტბა, რომელიც ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზეა, სულ სხვა მხარესაა, ყელიწადიდან ვერ მოხვდები შეცდომით. თუმცა რომც მოხვდე, ჩვენი მესაზღვრეები თუ სამართალდამცავები ვერაფერს გეტყვიან, ჩვენი ტერიტორიაა.
This post has been edited by Frankens†ein on 30 Aug 2018, 19:51
--------------------
Mens sana in corpore sano...
|