აქედან რომელიმე
https://www.ifact.ge/russian-funds/ეს კიდევ ახალი უბედურება
დაახვიონ აქედან!!!!!!!
რუსული ფონდები საქართველოში
SEPTEMBER 3RD, 2018 აი, ფაქტი ახალი ამბავი, მთავარი 7492
2012 წლიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სხვადასხვა მიზნით აფუძნებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს უკავშირდება. “აი, ფაქტმა” საჯარო რეესტრიდან მოპოვებული მონაცემები გააანალიზა და გთავაზობთ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მიზნით შექმნილ ორგანიზაციათა სიას:
საქველომოქმედო ფონდი აჭარის სპორტი
საქმიანობა: საქველმოქმედო საქმიანობა სპორტის განხრით, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება, საგამომცემლო და პოლიგრაფიული საქმიანობა, სხვა არასამთავრობოებთან ურთიერთობა.
დაფუძნების თარიღი: 07/03/2014
“საქველმოქმედო ფონდი სერაფიმი”
საქმიანობა: ურეკში შშმ ბავშვთა სახლის რეაბილიტაცია; სპეციალისტების მოწვევა და ამ ცენტრის ამუშავება
დაფუძნების თარიღი: 22/11/2017
ქართული საქველმოქმედო ფონდი “სიკეთის ლიგა”
საქმიანობა: გრანტების გაცემა, საქველმოქმედო საქმიანობა, სოციალურად დაუცველების დახმარება
დაფუძნების თარიღი: 28/05/2018
საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი
საქმიანობა: რუსული ეკლესიის მხარდაჭერა, ლიტერატურის თარგმნა, ახალგაზრდებთან მუშაობა, მედია და ა.შ.
დაფუძნების თარიღი: 16/08/2013
ბენეფიტი
საქმიანობა: საქველმოქმედო საქმიანობა, შშმ პირებისა და პენსიონერების დახმარება, საგანმანათლებლო საქმიანობა
დაფუძნების თარიღი: 07/10/2014
საერთაშორისო რუსულენოვანი კულტურის ცენტრი ჟემჩუჟინა, ქალაქი მარნეული
საქმიანობა: მარნეულსა და მის შემოგარენში რუსი მოსახლეობის გაერთიანება, სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა
დაფუძნების თარიღი: 07/12/2015
ინკლუზივ პრაკტისეზი
საქმიანობა: შშმ ბავშებისთვის ინკლუზიური სერვისების შეთავაზება
დაფუძნების თარიღი: 10/01/2018
კულტურულ-ჰუმანიტარული საზოგადოება “საძმო-ტოლერანტი”
საქმიანობა: სამოქალაქო სექტორის განვითარება, კულტურულ-ჰუმანიტარული განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული თავისუფლების, უფლებებისა და ღირსების დაცვა, კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა
დაფუძნების თარიღი: 04/02/2014
ქველმოქმედი – იმედის ხელი
საქმიანობა: ქველმოქმედება, მძიმედ დაავადებული ბავშვებისა და ადამიანების დახმარება, ხელმოკლე ოჯახებისა და ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების დახმარება
დაფუძნების თარიღი: 16/02/2017
საქველმოქმედო ფონდი “ვაჩუქოთ ღიმილი”
საქმიანობა: ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა თანადგომა, რეაბილიტაცია. საქმიანი კონტრაქტები უცხოელ პარტნიორებთან, სხვა კანონით დაშვებული საქმიანობა.
დაფუძნების თარიღი: 01/09/2015
კულტურისა და სპორტის განვითარების ფონდი
საქმიანობა: კულტურისა და სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება. პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევა და წარდგენა სახლემწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, სხვადსხვა დარგის ხელშეწყობა, ფინანსების მოძიება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სპორტულ-კუტურული ღონიძიების დაგეგმვა-განხორციელება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის განითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვა-პოპულარიზაცია, საპილოტე პროექტების განხორციელება დემოკრატიის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.
დაფუძნების თარიღი: 20/03/2018
ქართულ-რუსული ფონდი მეგობრობა
საქმიანობა: ნებისმიერი კანონით აუკრძლავი საქმიანობა; ადამიანის უფლებათა და თავასუფლებათა დაცვა; დარღვევის პრევენცია; საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის განმტიცება, სპორტულ, სასწავლო, სასულიერო სფეროში გაცვლით შეხვედრების ორგანიზება; გააცნოს ქართველო საზოგადოებას რუსეთის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები, რუსეთში საქართველოს პოპულარიზაცია, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა.
დაფუძნების თარიღი: 21/11/2013
საქველმოქმედო ფონდი “ოქროს საწმისი კოლხეთში”
საქმიანობა: საქველმოქმედო პროგრამების განხორციელება; შეჭირვებულთათვის კვების ობიექტის გახსნა; საინფორმაციო და იურიდიული მომსახურებით უზუნველყოფა; შშმ პირთა პირობების გაუმჯობესება ყველა სოციალურ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათთვის ფსიქოლოგის დახმარება; ობოლი ბავშვების, პენსიონერებისა და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველების დასახმარებლად სხვადასხვა პროგრამების განხორციელება. ფონდის მიზნების პოპულარიზაცია ონლაინ-ბეჭდური საინფორმაციო საშუალებებით, ფონდის წარმატებული პირების დაჯილდოვება, იმ პირთა დახმარება, რომლებიც ცხოველებს ეხმარებიან.
დაფუძნების თარიღი: 20/04/2018