ვიფიქრე ეს საკითხი ცალკე თემას იმსახურებს
დიდი დაბნეულობა გამოიწვია სომხების ჩვეულმა განცხადებებმა რომ თბილისი თურმე სომხების აშენებულია და სომხური ქალაქია
აუცილებელია ვიცოდეთ თბილისის "სომხური" ისტორია
აქვე აღსანიშნავია რომ თბილისი მრავალნაირი ქალაქი ყოფილა
ბევრჯერ დაცემულა და წამომდგარა
12-ე საუკუნეში თურქ-სელჩუკთა ქალაქი იყო
13-ე საუკუნეში მონღოლური ქალაქი იყო
16-ე საუკუნეში ირანული
19-ე საუკუნიდან იწყება მხოლოდ თბილისის "სომხური" ქალაქობა
თუმცა უფრო კორექტულია "რუსულს" თუ დავარქმევდით რადგან რუსეთის ხელშეწყობით მოხდა ეს ყველაფერი და რეალური კონტროლი რუსეთს ქონდა
ვინც იძახიან ქართველებს ვაჭრობა და ხელოსნობა არ ეთაკილებოდათ და მაგიტომ დაიკავეს თბილისი სომხებმაო ან ისტორია არ იციან ან უბრალოდ ქართველთმოძულეები არიან
19-ე საუკუნეში თბილისი და საქართველოს დიდი ნაწილი დაცლილი და გაპარტახებული იყო და მხოლოდ რუსეთმა როცა დაიწყო კონტროლის დამყარება კავკასიაზე მაგ მომენტიდან ჩნდებიან სომხები საქართველოში მასიურად
სანამ სპარსელები და ოსმალები აჯდნენ თავზე მანამდე იყვნენ თავისთვის როცა რუსეთმა დაიწყო ომები სპარსეთის და ოსმალეთის წინააღმდეგ მერე აერიათ კომფორტული ყოფა და დაიწყეს მასიური მიგრაცია
მოკალათდნენ მრავალტანჯულ გაპარტახებულ და მოსახლებისგან დაცლილ თბილისში (და არა მარტო თბილისში) ალბათ სარწმუნოებაც მყისვე ისევ შეიცვალეს უკვე მეორედ ისევ ქრისტიანობაზე რადგან თბილისი და საქართველო ძირითადად ქრისტიანული რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო და დაიწყეს შენება და აღორძინება არა ქართველებისთვის არამედ თავიანთი თავისთვის რადგან 1918 წელს ომი გამოგვიცხადეს და მათი ტერიტორიულ მოთხოვნები თბილისსაც მოიცავდა
სომხეთის ულტრანაციონალისტური ხელისუფლებისა და მრავალწლიანი ანტიქართული პროპაგანდით დაკავებული სომხური ინტელიგენციის ნაწილის პრეტენზიები საქართველოსთან მიმართებით ბევრად აღემატებოდა ლორეს. მინიმალური ამოცანა რომელსაც ისინი ისახავდნენ, საქართველოსთვის ახალქალაქის მთლიანი და ბორჩალოს მაზრის უდიდესი ნაწილის ჩამოჭრა იყო (იგულისხმება ტერიტორია მდ.ხრამის სამხრეთით). უფრო რადიკალურად განწყობილი სომეხი პოლიტიკოსები, სომხური საზოგადოების წარმომადგენლები და სამხედროები საქართველოსგან ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრების დათმობის გარდა მოითხოვდნენ ახალციხის მაზრასა და ბათუმის ოლქს, რათა სომხეთს შავ ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინა. მათი ტერიტორიული პრეტენზიები ვრცელდებოდა გორის მაზრის ნაწილზე და თვით საქართველოს დედაქალაქ თბილისზეც კისომხების საქართველოში გადმოსახლების ისტორია ციფრებით:
XIX-XX საუკუნეებში რუსეთის ხელისუფლების უშუალო ხელშეწყობით სპარსეთიდან და ოსმალეთიდან ათობით ათასი სომხური ოჯახი გადმოსახლდა საქართველოში. რუსეთ-ოსმალეთის და რუსეთ-სპარსეთის ყოველ ომს სომეხი ახალმოსახლეების ტალღები მოჰყვებოდა, მიგრაცია არ შეწყვეტილა მშვიდობიან პერიოდშიც. 1795-1827 წლებში ერევნის სახანოდან დაახლოებით 20 000 სომეხი გადმოსახლდა ქართლ-კახეთში. 1797 წელს გულისტანიდან 400 სომხური ოჯახი გადმოსახლდა შულავერში (დღევანდელი დაბა შაუმიანი), 1799 წელს ხაჩენიდან გადმოსახლებული 68 ოჯახიდან 43 სოფელ დაღეთში დამკვიდრდა, 25 სოფელ ბოლნისში. 1809-1811 წლებში ქვემო ქართლში კიდევ 428 სომხური ოჯახი (2 140 ადამიანი) ჩამოსახლდა ყარაბაღის სახანოდან, 1820 წელს სომეხი ახალმოსახლეები დამკვიდრდნენ სოფელ სამშვილდეშიც. სომხებისთვის, განსაკუთრებით ვაჭრებისა და ხელოსნებისთვის მიმზიდველი იყო თბილისი. საქართველოს დედაქალაქში, რომელიც 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევის შემდეგ დაინგრა და როგორც ქართული ისე არაქართული მოსახლეობისგან პრაქტიკულად დაიცალა, XIX საუკუნეში ნომერ პირველ ეთნიკურ ჯგუფად ოსმალეთიდან და სპარსეთიდან გადმოსახლებული სომხები იქცნენ. ქალაქში მათი მიგრაცია რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ პრაქტიკულად მყისიერად დაიწყო, 1804 წელს დედაქალაქში 2 000 სომეხი გადმოსახლდა ერევნის სახანოდან, 1807-1808 წლებში მათ კიდევ 338 ოჯახი (1 906 ადამიანი) დაემატა, გადმოსახლება არც შემდეგ შეწყვეტილა. 1897 წელს სომხები ქალაქის მოსახლეობის 29,53% (47 133) შეადგენდნენ, ქართველები 26,44% (42 200).
წყარო
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%...%83%9B%E1%83%98 This post has been edited by ტროლოლო on 5 Sep 2018, 23:52