ფორცხოლირაც კარგები ვართ, ქართველები ვართ
* * *
ფბ-ზე რაღაც გვერდი-ფეხბურთი, და იქედან გადმოვაკოპირე
ფბ-ზე რაღაც გვერდი-ფეხბურთი, და იქედან გადმოვაკოპირე
ნაკრებზე ორი სიტყვით
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ერთალიგაზე გამოდიოდა D ჯგუფში, ყველაზე კარგი შედეგი დააფიქსირა 16 ქულა დააგროვა ჯგუფურ ეტაპზე. საქართველოს ნაკრებმა კარგი შთაბეჭტილება დატოვა, იყო შეხვედრები სადაც რთული გამარჯვებები მოვიპოვეთ, თუმცა ეს ლოგიკური იყო, რადგან მეტოქე გუნდები დაცვით თამაშს ( სიღრმიდან ) გვიპირისპირებდნენ, რაც ჩევნს უპირატესობას გამოხატავდა.. მიუხედავად ამისა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებლად პირველი ადგილით დაასრულა ჯგუფური ეტაპი.
16 გუნდში საუკეთესო გახდა და მოიპოვა მასპინძლობის უფლება. რაც მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის და თითეული ფეხბურთელის დამსახურებაა..
გიორგი ჩაკვეტაძე ცალკე თემაა, ვისზეც უკვე ახალს და განსხვავებულს ვერ დავწერ.. გარდა იმ პირადი განცდისა ( რომელიც ალბად სხვასაც გაუჩნდა) რომ იმედი ჩამესახა... ეს ფეხბურთელი ტექნიკური, სწრაფი, დრიბლინგიორი, კრეატიული და რაც მთავარია მისი ასაკისთვის, საფეხბურთო ინტელექტით გამორჩეულია..
სხვა მხრივ ნაკრებს და ფეხბურთელებს რაც შეეხება, პირველ რიგში ნაკრბში იგრძნობა ერთობა, დისციპლინა, არის კონკრეტული ტაკტიკა თითეულ შეხვერდაში და გამარჯვების მენტალიტეტი.. ეს ყველაფერი მთავარი მწვრთნელის ვლადიმერ ვაისის დამსახურებააა.....
ასევე ძირითადის ფეხბურთელებს შევეხები.
დავიჭყოთ მეკარით,
გიორგი ლორია:
იყო შეცთომეი ცოტა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ლორია უკლუბოთაა, მაინც კარგ ფორმაშია და ალბად მაქსიმუმს აკეთებს და ნაკრებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურააა..
ცენტრალური დაცვა:
კაშია კვირკველიას წყვილი საკმაოდ დამაჯერებელი და სტაბილურია, იყო აქაც შეცთომები თუმცა მინიმუმი და ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, ასე რომ ამ წყვილს საკმად კარგ შეფასებას მივცემდი..
ფლანგის მცველებს რაც შეეხება, კაკაბაძე ნავალოვსკი, შეტევაში ძალიან პროდუქტიულები და აქტიურები არიან, დაცვაშიც ცუდათ არ გამოიყურებიან, დაცვის ოთხივე მოთამაშეს დადებითად შევაფაებდი...
ნახევარდაცვა:
დავიწყოთ კანკავა კვეკვესკირით, რომლებიც კარგად გამოიყურებიან.. კაპიტანი თავისი მებძოლი ხასიათით და კლასით, ნაკრებს წინ მიუძღვის...
კვეკვესკირი სიღმიდან ძალიან კარგად თამაშობს, გამოირჩევა ჭკვიანი, გრძელი გამრჭოლი პასებით, ავსებს ცარიელ სივრცეებს, არის კარგი ჩამშლელი..
ვაკო გვილიას ბოლო დროს იმდენი სათამაშო დრო აღარ აქვს ნაკრებში როგორც თავიდან, თუმცა ისიც რათქმაუნდა ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელია..
გვილიამ გამოამჟღავნა თავი როგორც ჩამშლელათდ ასევე გამთამაშებლად.. ავლენს სათამაშო მაღალ კლასს..შეუძლია ართმევაც და ერთი შეხებით კარგი პასების გაკეთება..
ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი. ეს ფეხბურთელები ნაკრების მთავარი ძალააა.. ანანიძე და ოქრიაშვილი ტრამვების გამო ნაკრებს ბოლომდე ვერ ეხმარებიან, ვაკო კი სტაბილურობით გამოირჩევა...
ცენტრფორვარდი: მჭედლიძე, კაჭარავა, ქვილითაია. მჭედლიძის ტრამვა მოგეხსენებად და ეს დიდი პრობლემააა... ქვილითაიამც გააცდინა, კაჭარავას რაც შეეხება არ გამოიყურება ცუდად თუმცა ვთვლი რომ საერთოდ ნაკრების პრობლემაა ცენტრფორვარდებთან შეთამაშება, ვაისის ეს ერთ - ერთი სამუშაო თემააა, და იმედია ეს პრობლემაც მოგვარდება.. ჩნდება შთაბეჭტილება რომ ცენტრფორვარდი ცოტა მოწყვეტილია ნაკრებს და ბურთიც არ მიდის ხეირიანდ ფორვარდთან.
რაც შეეხება ჩვენს ფლეი-ოფს და ჩვენს მეტოქეს. ერთ-ერთი ძლიერი მეტოქეა დანარჩენი გუნდებიდან, მაგრამ მასპინძლობის უფლება ( რაც დავიმსახურეთ ) უპირატესობას გვანიჭებს. კოსოვოც და მაკედონიაც კარგი გუნდებია, კოსოვოს ზრდა გამოსარჩევია და საშიში გუნდია..
თუმცა ვთვლი რომ საქართველო ბელარუსის წყვილში გამარჯვებული ფინალში ფავორიტი იქნება..
ასე რომ დიდი შანსია გავიდეთ ევროპის ფინალურ ეტაპზე და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ და განვითარება განვაგრძოთ C ჯგუფში.
წარმატებები საქართველოს ეროვნულ ნაკრებს <3 <3 <3
This post has been edited by Lаki on 22 Nov 2018, 12:06
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3