"დავიცვათ ჩვენი შვილები სოდომ-გომორის ცოდვისგან"
აი ამ ხალხს რა უნდა ელაპარაკო.
ჩვენს შვილებს რისგან სჭირდებათ რეალურად დაცვა, გინდათ ჩამოგითვალოთ? (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა).
რის გამო უნდა გავიდეს ხალხი ქუჩაში და რა უნდა გააპროტესტოს. რა უქმნის რეალურ საფრთხეს ჩვენი შვილების მომავალს:
კვირიკაშვილის და ბღუჯას მოპარული თუ გაფლანგული მილიონები;
გაჩეხილი და ჩაბეტონებული ქალაქი;
გაჩეხილი ტყეები;
კორუფცია და ნეპოტიზმი სახელმწიფო სტრუქტურებში;
ეკონომიკური სტაგნაცია;
უსამართლობა და დაუსჯელი მკვლელები, სახელმწიფო, რომელიც ხელს აფარებს მკვლელებს;
უტიფარი მაღალჩინოსნები, მაგ. წულუკიანი.
უვარგისი განათლების სისტემა, რომელიც სასწრაფო და საფუძვლიან რეფორმას საჭიროებს;
უმოქმედო პატრული, კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანების თავისუფლად ბოგინი.
ქაოტური საგზაო მოძრაობა, რომლის მოსაგვარებლად უბრალოდ ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა.
არაფორმალური მმართველობა
და ა.შ. დანარჩენი თქვენ დაწერეთ, კონკრეტული მაგალითებით

კაშიას სამკლაური უქმნის თურმე საფრთხე ჩვენ შვილებს. ვაი ჩვენს პატრონს მართლა.
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა