ეს,ლადო ალფენიძის ვერსიაა.

მომწონს ეს ვერსია!
ამ წიგნის წერას შევუდექ,
როცა ცამ მომცა ნიშანი.
ავხსენ ათასი ენიგმა
ჰრომის და ეგვიპტისანი.
აღმოვაჩინე კოლხურში
საიდუმლონი ცისანი.
ქართულად ავამეტყველე
პირამიდები ქვისანი.
გავხდი ქართველი პოეტი,
ღმერთ თოთის ტაძრის მისანი.
იმ დღიდან ქართულს სწავლობენ
ღმერთები ეგვიპტისანი.
მემფისში აღმოვაჩინე
ნიღბები გორგასლისანი.
მგლის ნიღბით შევხვდი მე რამზესს-
ქალაქ ონს-ღმერთ "რა"-ს მისანი.
ნილოსში ვპოვე ტალღები
ენგურისა და მტკვრისანი.
ჰელიოპოლში მოვთქვამდი
მე-ღმერთ თუთა+შხას მისანი.
აიეტის ძმის აკლდამას
ვაფრქვიე ცრემლნი ცისანი.
ეგვიპტურ იეროგლიფშიც
ქართული სული ვიცანი.
ღმერთკაცად ვთვლი კოლხ აქციუსს-
ძე-ღმერთ თუთ+აშხას მისანი.
მე მემფისს შემხვდნენ კოლხები,
იყვნენ სამყაროს ხნისანი,
ღმერთ ოსირისის "ნიშით" მეც
განვლე,თავანი ცისანი.
აქ კი ამ ბრიყვ ბრძენთ ვერ ვძლიე,
თავები რომ აქვთ ხისანი.
სანამ წიგნს ვწერდი,ვიყავი
ფარაონიც და მისანიც.
სიტყვა ვთქვი,ავამოძრავე
პირამიდები კლდისანი.
მაგრამ დრო წახდა,სიმართლე
გახდა სიცრუის ხიზანი.
დრო საზრის კარგავს,ცხოვრებას
არც აზრი აქვს, არცა მიზანი.
ღვთის საიდუმლოს რად ჩაწვდი?
შემომწყრნენ ძალნი ცისანი.
კარგის მქნელს მკლავსა აჭრიან,
ბრძენ იყავ,გინდა მისანი,-
ვითარცა მცხეთას-მემფისშიც-
ჯალათნი ცრუ მეფისანი.
ეშმას ცხრა ბეჭედს იქით დევს-
საიდუმლონი ღვთისანი.
რაიც ვთქვი,მაინც დარჩება,
ვიცი,რადგან ვარ მისანი,-
სანამ მარად დგას მიწაზე
პირამიდები კლდისანი...
სანამ ზღვას ერთვის ტალღები
იმ საღვთო ფაზისისანი.
ლადო ალფენიძე
1997 წლის 6 აგვისტო
დიღომი,ფარნაოზის ტყე.