#53409381 · 11 Sep 2018, 16:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
DATO1
QUOTE | დღეს კიდევ ევროპა არ წარმოადგენს ქრისტიანების ციტადელს და ევროპელი აღარ უდრის ავტომატურად ქრისტიანს |
რა შუაშია ქრისტიანობა, ევროპა არის ლიბერალიზმის, ჰუმანიზმის, წესრიგის და ეკონომიკური კეთილდღეობის ყველაზე წარმატებული სისტემა რაც კაცობრიობას შეუქმნია და შენ კიდე ებრაულ იწილო ბიწილოზე აპელირებ? ეგეც ყველაზე მეტად სწორედ ევროპაშია, ქართველერ მართლმადიდებელ ფაშისტს უკვირს ევროპის შემწყნარებლობა მიგრანტების, დანაშაულის ზრდის, ისლამიზაციის, იმიტომ რომ მის გახვრეტილ ტვინში თანაგრძნობა არ არსებობს, ერთი ხელის დაკვრით განდევნიდა სუნიან აზიატებს თან რამოდენიმე მსხვერპლის თანხლებით, იმიტომ რომ მართლმადიდებლობა ქრისტიანული კი არა ქრისტესმიერი არასდროს ყოფილა, მასში გამონასკვულია ფეოდალიზმის, ბატონმორჩილების, გემაინშაფტის გახრწნილი ქედმაღლობა და დააკვირდი მთელს მართლმადიდებლუს სამყაროს ერთი სატკივარი აქვს: დიქტატურა (უკეთეს შემთხვევაში ავტორიტარიზმი); ადამიანი უფლებების ფეხით გათელვა, ბატონის მორჩილების კულტურა, შეუწყნარებლობა, არაინდუსტრიული საზოგადოება... ყარს მართლმადიდებლობა, აი ყარს და რა გინდა რომ ქნა!
ევროპაც ყარდა თავისი კათოლიციზმით, ქოთდა მაგრამ სულზე მოუსწრო რეფორმაციამ, რენესანსმა, საქალაქო ცხოვრების განვითარებამ, ლატიფუნდიურმა მეურნეობამ, ხოდა პროტესტანტიზმი იქცა კიდეც კაპიტალიზმის სულად. ლიბერალიზმი კი არის თავიდან გააზრებული ქრისტიანული მოძღვრება, თეისტური ბოდიალის გარეშე. "თუ მარჯვენა ლოყაში გაგარტყავენ მარცხენა მიუშვირე" როდის მიუშვერია წვერიან ოხროხინეს მარცხენა ლოყა? ქართველს ქრისტიანული მცნების ყველაზე ჰუმანური დოგმა არასდროს გაუგია, იმიტომ რომ მართლმადიდებლუს ბატონყმობაში, ლოყის მიშვერა ნიშნავს თეიმურაზ ხევისთავობას, ხოდა თეიმურაზობა ვის უნდა? ამიტომ ვერ გაიგო რა ხდება ევროპაში, არადა სწორედ ქრისტესმიერი დარიგების კვინტესენციაა ევროპული ლიბერალიზმი, ევროკავშირი და ევროპული ჰუმანიზმი. ხო ვღლიცინებთ ჰოლანდიელ ქალს რომ აუპატიურებს სირიელი მიგრანტი, მაგრამ ევროპაში მსვერპლმა ბოდიშიც მოუხადა აგრესორს, იმიტომ რომ თავისი რეგვენობით, სიჩლუნგით, სიბრიყვით და სისუსტით მოუვიდა აგრესია, და როგორც განვიტარებულმა ევროპელმა თავი დამნაშავედ იგრძნო სირიელი მოძალადის ჩამორჩენილობაში... მოდი აბა ამიხსენი რანაირად არ არის ეს ქრისტესმიერი მსჯელობა და მერე ვილაპარაკოთ ევროპულ ჰედონიზმზმე!
--------------------
ამის წაკითხვა ნებაყოფლობითია, მაგრამ სავალდებულო! გამოიწერე:https://www.youtube.com/@VeritaForYou
|