ახალთ-ახალი სიახლენი ჩემი და მსოფლიო დემოკრატიის ამ მწეველური გამოცდილებიდან:
1. 100 გრამი თუთუნი კაი დატენვით მხოლოდ 5 კოლოფს ჰყოფნის, 6-ს ვერ წვდება სამწუხაროდ... მართალია, გრამი და ნაკლები თუთუნია ერთ ღერში, მარა რეალში მექანიკური დატენვისას გარდაუვალი დანაკარგი ყოველთვისაა, თანაც ცოტათი წონაშიც იტყუებიან ეტყობა და ზოგჯერ თუთუნი ზედმეტად ნესტიანიცაა...
2. ბელგიური თუთუნი საუკეთესოდ რჩება, განსაკუთრებით მსუბუქი და ღირს 9 ლარი 100 გრამი... თუ 500 გრამს იყიდი, შესაძლოა 2 ლარი მოგიკლონ, რაც დიდი ვერაფერი შეღავათია... გავსინჯეთ გერმანული თუთუნიც, 7 ლარად ვიშოვეთ "ბლატით",

კლასიკური, შედარებით მსხვილად დაჭრილი და ლაითიც, უფრო წვრილად დაჭრილი და ორივე კაია, კარგად იწევა, თუმცა ლაითი ჯობია სისუფთავით, მაგრამ ისე ვერ ნაყრდები, როგორც ბელგიური ლაითით, რომელსაც გემოც საკმაოდ არომატიული აქვს... დანარჩენები, ეს ე.წ. ინგლისურები სხვადასხვა ნომრიანები, ბრაზილიურები, შოკოლადიანები, მალბოროსავით და მსგავსი, ჯამში ყველაფერი ხარახურაა, გადავსებული ნიკოტინით...
3. ელექტრო დამტენები არ ვარგა... შემოსულია gerui ფირმის მასობრივად და წესიერად ქარხნულად მჭიდროდ ვერც ტენიან, თანაც ძაან ჩეხავენ თუთუნს, მერე ჩამოფერფლებისას დაუწვავი თუთუნიც ცვივა და იკარგება.... ასე რომ, ჯობია მექანიკური სატენები, ოღონდ ისინი, რაზეც თავშივე ვწერდი... კიდევ ერთი სახის შევიძინე და არც იმან ივარგა, ბოლომდე ვერ ტენიდა ვერაფრით...
4. სიგარეტის ღერები, ე.წ. ტიუბები, კიდევ სხვადასხვები ვცადეთ და შავებს (უფრო მუქი ყავისფრებია), იმპერატორი რომ აწერიათ, არაფერი არ ჯობიათ და ეგენიც არის ნახშირიანი (კარბონი აწერიათ კოლოფზე) და უმისო... არაფრად არ ვარგა კარტელის ღერები, ბევრია შემოყრილი და სხვადასხვა ფერის კოლოფებშია, და იმდენად ცუდებია, რომ ხშირად ფილტრებზე ქაღალდი წესიერადაც არაა მიწეპებული, გიხდება თითებით ამ მიუწეპებელ ადგილებზე დაჭერა, რომ ქაჩვა მიეცეს ღერს...

5. ნიკოტინი მართლაც მეტია ასეთ სიგარეტებში, თუმცა უფრო ნაყრდები და ნაკლებ ღერებს ეწევი, ნუ ჯამში კი ნიკოტინს იმდენივეს იღებ, რამდენსაც ქარხნული სიგარეტის წევის დროს იყო შეჩვეული ორგანიზმი, მაგრამ ნაკლები ღერების მოწევით კიდევ უფრო იაფში გამოდიხარ...
6. ორი პორტსიგარი ვცადე და ორივედან იყრება ეს შობელძაღლი თუთუნი, ამიტომ ჩეხოლის პონტში ან შესაბამისი ზომის პარკში ვდებთ ხოლმე ამ პორტსიგარებს, ან ღერებს სიგარეტის კოლოფში, ნუ, 15 ღერს თავისუფლად ჩაატევ, გარეთ გასულს დღის მანძილზე გყოფნის რა, ან ორი კოლოფით უნდა იარო...
მოკლედ, ჯერჯერობით ფრიად კმაყოფილნი ვართ ამ ახლებური მოწევით მე და მსოფლიო დემოკრატია და რაც მთავარია, როგორც აქ პოლიტმოსწრებულად აღნიშნეს, იმ 2,5 თეთრსაც ვერ გვაწერს მეციკნე ბიზნეს-რეკეტირთა ბიძბანდა...
This post has been edited by kodeqsi on 1 Oct 2018, 01:56
უპატრონო ქვეყანაში კატა რა, თაგვთან ერთად ვირთხაც კი აყეფდებისა...
არჩევანი უამრავია, მარა არჩევანი ერთია...