იცით რაშია საქმე? ჩვენ უნდა გავაპროტესტოთ თუ ჩვენი კულტურის ნაწილს ვინმე მიითვისებს. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია კულინარიული კულტურის ნიმუშები, რითაც ძალიან გამოვირჩევით და ვამაყობთ ქართველები. ეს ცალსახაა და ახსნაც კი არ უნდა.
მაგრამ პროტესტი უნდა მივმართოთ სწორად.
მაგალითად, სომხური ღვინო "კახეტ" არსებობს და ამაში არაფერია საგანგაშო, არაფერი არაა მითვისებული. პირიქით, სომხებს ასეთი სახელი ღვინოზე ალბათ ქართული მეღვინეობის კულტურის გავლენით აქვთ, მათ ასევე აქვთ ღვინო "მსხალი".
რაც შეეხება ამ ხაჭაპურის თემას, მართალია პირდაპირ არ უწერიათ რომ ეს სომხური კერძია და თითქოს სადავო აქაც არაფერია, მაგრამ ამ რესტორანს აპიარებენ როგორც სომხურ სამზარეულოს, შესაბამისად უცხო ადამიანს რჩება შთაბეჭდილება, რომ ხაჭაპური სწორედ სომხური კერძია. ეს ჩემი აზრით შეიცავს მითვისების მცდელობის ნიშნებს.
მოკლედ, მცირე შეჯამების სახით ვიტყვი რომ სომხური "კახეტ", ან სომხური საფერავი არაა მითვისება. ისევე როგორც ქართული სოვინიონ ბლანი არ ნიშნავს რომ ფრანგებს ვპარავთ რამეს

მაგრამ მითვისებაა ვინმე სომხურად თუ გაასაღებს ხაჭაპურს, ან ყველ სულგუნს, ან ყველ ჩეჩილს, რასაც აქვს ხოლმე სამწუხაორდ ადგილი.
ხაჭაპურის დამზადების უფლება სომხებსაც აქვთ და პაპუასებსაც, მაგრამ სომხურად არ უნდა გაასაღონ, ეს სამართლიან პროტესტს გამოიწვევს ქართველებში.