გუგულიმ, მარიჰუანა სოფლის მეურნეობის პროდიქტიაო, ასე რატომ წუხდებითო... (ვიდეოშია)

მარიხუანის პლანტაციები საქართველოში - მმართველი გუნდი კანაფის კულტივაციის და ექსპორტის ლეგალიზებაზე მუშაობას იწყებს11-09-2018 21:09
მარიხუანის პლანტაციების გაშენება საქართველოში შესაძლოა, მალე ლეგალური გახდეს -
ქართული ოცნების გუშინდელ სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი მარიხუანის კულტივაციას და ექსპორტზე გატანას დასთანხმდა. გადაწყდა, რომ მთავრობა უახლოს მომავალში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს მოამზადებს.
ცვლილებების თანახმად, მარიხუანის მოყვანისათვის კომპანიებმა სახელმწიფოსგან ლიცენზია უნდა მიიღონ, გამოყოფილ ტერიტორიაზე კი კანაფის პლანტაციები გააშენონ. პროდუქციას ისინი საქართველოში ვერ გაყიდიან და გადამუშავების შემდეგ მიღებულ ნახევარფაბრიკატებს უცხოეთში გაიტანენ.
ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ, თუ მარიხუანის კულტივაცია საქართველოში ლეგალური გახდება, ქვეყანა დიდ შემოსავალს მიიღებს.
მმართველი პარტიის წევრების მტკიცებით, საქართველოში წარმოებულ კანაფს მხოლოდ სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებებისთვის გამოიყენებენ.
მმართველი გუნდის ამ პათოსს არ იზიარებს ოპოზიცია. ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც, რომელიც ამტკიცებს, რომ მარიხუანის კულტივაციას საქართველოს მთავრობა ლეგალურს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესების გამო ხდის.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარის ამ ბიზნესპროექტს სათავეში მისი დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი, უდგას.
http://rustavi2.ge/ka/news/113286#აბამიშაჯობდა
This post has been edited by ტერა on 12 Sep 2018, 17:31