რუსეთის სახელმწიფო არხ რასიას ტელეწამყვანი, ანდრეი მალახოვი, გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოში იმყოფებოდა. მათ თბილისი წუხელ დატოვეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესამსახურის განმარტებით, მალახოვი გადაცემას "შვებულება ანდრეი მოლოხოვთან ერთად" ამზადებს, რომელიც საქართველოს შესახებ იქნება მომზადებული.
რუსთავი2-ის ინფორმციით, ანდრეი მალახოვი, შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, სასტუმრო ბილტმორში დაბინავდა.
უწყება ადასტურებს, რომ მალახოვის სასტუმროში განთავსებისა და კვების ხარჯებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ დააფინანსა. კურიერის ინფორმაციით, მალახოვი შატო მუხრანშიც იმყოფებოდა, ასევე დაესწრო მარჯანიშვილის თეატრში სპექტაკლს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, გიორგი სიგუა, ჩოგოვაძის უწყების გადაწყვეტილებას აპროტესტებს. ის ჩოგოვაძეს კორუფციაში ადანაშაულებს.
„მაშინ, როდესაც რუსეთი ჩვენს საზღვრებს წევს, იტაცებს ჩვენს მიწებს, ჩვენს მოქალაქეებს, მავთულხლართებს გადმოწევს, საოკუპაციო პოლიტიკას აწარმოებს. ამ დროს ქართული ბიუჯეტის თანხები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან გადის საეჭვო არხებით და გზებით რუსეთში,“ - განაცხადა ჯემ ფესტის დამფუძნებელმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, გიორგი სიგუამ.
http://rustavi2.ge/ka/news/113585