მათთვის, ვისაც ზოგადად პოეზია და კერძოდ, მაია სარიშვილის შემოქმედება აინტერესებს იმაზე მეტად, ვიდრე მოქავებული თითების კლავიატურაზე კაკუნის საბაბი, ვდებ ამ ლინკს.
იგი შეიცავს აქ წარმოდგენილი ლექსის პირველწყაროთა ერთგვარ გასაღებს.
ქეთი გზირიშვილის მცირე წერილში ჩემი თარგმანიც დაწუნებულია, როგორც დედანთან შეუსაბამო..
და სავსებით სამართლიანადაც.
ვერ ვიტყვი, რომ თავად მისი თარგმანის მიმართ შენიშვნები არ გამაჩნია. თუმცა ამჯერად ეს არაა საინტერესო.
ყურადღების მისაქცევი აქ მეტაფორული აზროვნების ასპექტია.
მაია სარიშვილის მცირე ლექსი, როგორც მახსოვს, ორ მოდერნისტულ მეტაფორას შეიცავს. ახლა დავბრუნდები მის ტექსტთან, დავაზუსტებ და ჩავასწორებ, თუ მეშლება.
....
ვნახე. ოთხი ყოფილა.
ერთიანი, რთული, დინამიური მეტონიმიურ-მეტაფორული რკალია. ერთი კადრი მეორეში გადადის, შემდგომ მეორე საფუძველი ხდება მესამისა და ფინალური, დასკვნითი მეტაფორა ასე მზადდება.
მკითხველს თუ პირველივე მეტაფორა ხელიდან გაუსხლტა, მთელი ლექსი აბსურდად ექცევა.
ანუ კითხვისას, რეციპიენტთან შეხებისას, ლექსის პირველივე სტრიქონიდან ირკვევა, მოხდება თუ არა ავტორისა და მკითხველის კონტაქტი.
დანარჩენზე - მერე, თუ მართლა ლიტერატურული ინტერესი აღმოაჩნდა ვინმეს.
http://ketigzirishvili.blogspot.com/2009/0...ost_23.html?m=1 * * *
ამას წინათ, მოცალეობის ჟამს გადავათვალიერე ჩემი ძველი პოსტები და ერთი უცნაური კანონზომიერება მომხვდა თვალში:
არაერთი მანამდე აქტიალური თემა თითქოს ჩემი პოსტის შემდგომ ამ აქტუალობას კარგავს და დავიწყებას ეძლევა... არადა, სწორედ მაშინ, როცა ვგრძნობ შინაგან მზაობას/ მზადყოფნას, განვაგრძო თემაზე საუბარი.
ვვარაუდობ, რომ ამ თემასაც იგივე ბედი ეწევა.
* * *
მაია საყვარელო!
როგორც გულმა მიგრძნო, ზუსტად ისე მოხდა..
სინამდვილეში, როგორც გამოჩნდა, აქ არავის აინტერესებდა კონკრეტულად ეს ლექსი. მისი ავ- კარგი და მხატვრული ღირებულება.
ზოგს - ფაქტმა აღუძრა შური, ზოგმა- სცადა საკუთარი უვიცობა ცოდნად გაესაღებინა, ზოგმა - საკუთარი უგემოვნობა ლამის გემოვნების ნორმად დაგვიდგინა. ზოგი , უბრალოდ , პროვოკატორი იყო, ზოგიც - უზრდელი...
ჩვენს ტურფა წილხვედრში მათი ნაკლებობა იქნებოდა გასაკვირი.
აქა - იქ ღირსეულნი და მცოდნეებიც გამოჩნდნენ და მერე დაიკარგნენ..
ასეა თუ ისე,
,,მოკტა თემა!”
This post has been edited by nino darbaiseli on 22 Sep 2018, 18:24
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004