#53438111 · 16 Sep 2018, 20:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | იმიტომ რომ უფრო მაღლა დგანან! |
რატომ გიკვირთ ვერ ვხვდები?!
ეკლესია (ცუდია თუ კარგია თქვენთვის შეინახეთ ეგ ამბავი) ყოველდღე სახეში უყურებს ხალხს, დგას კათედრაზე მღვდელი და პირისპირ ელაპარაკება. - უჭირს?! - ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, - ნარკომანი არის?! -იფარებს და ეხმარება რომ გამოძვრეს. ყოველშემთხვევაში, ცდილობს, პირისპირ მაინც ელაპარაკება, მორალზე ელაპარაკება, ოჯახზე, შვილებზე და ა.შ. - ლოთია?! ("ალკოჰოლი-უარესია" სასტავს გული რომ არ დაგწყდეთ), თუ თვითონ არ აქცევს ზურგს ეკლესიას ცდილობენ რაღაცა მაინც დაეხმარონ, გზაზე დააყენონ.
ახლა, თუნდაც თქვენ რომ აგყვეთ აგიტაცია-პროპაგანდაში და "სამაგიეროდ წვეროსნები ჯიპებით დადიან", "სამაგიეროდ მდიდრდებიან", "სანთლებს ჰყიდიან", "25 მილიონეეე" და რემე.. მეორე მხარე, მთავრობა (ანუ სახელმწიფო, ანუ კონსტიტუცია, რაზეც აპელირებთ) ასჯერ მ,ეტს იპარავს, ასჯერ მეტს მდიდრდება, ასჯერ უკეთესი და ძვირი მანქანებით დადის და ასჯერ უფრო შორს არის ხალხისგან, ტელევიზორით ელაპარაკება, ისიც იმ შემთხვევაქში თუ რეიტინგის კორექტირება უნდა ან საფრთხე დაემუქრათ. სხვა მხრივ ჰკიდიათ?! ჰკიდიათ! ესაუბრებიან ხალხს? არ ესაუბრებიან. ბიუჯეტს ეკლესია განკარგავს ხალხს რომ მატერიალურადაც დაეხმაროს და პენსია გაუზარდოს, ან რამე შემწეობა მისცეს?! არა ეკლესია არ განკარგავს! მთავრობა განკარგავს?! კი განკარგავს! ეხმარება?! არა! ესაუბრება?! არა!
აბა რატომ გიკვირთ?! აზროვნების პრობლემაა ვითომ?! არა ! იქნება აგიტაცია-პროპაგანდაა ეკლესიის წინააღმდეგ და ზოგი უნებლიედ არის აყოლილი და ზოგი მიზანმიმართულად.
არავის არ მოსწონს მამაოების გულავი. არც მრევლში. მაგრამ სულელი არავინაა და ყველა ხვდება საიდან უბერავს სიო. ეკლესიის გაშავება კიარ წავიდოდა, არამედ წნეხი მთავრობიდან რომ მანკიერებები მოეშორებია. ყველამ კარგად იცით რომ კულუარულად უამრავი ურთიერთობები აქვთ და უამრავი რამე შეიძლება გადაწყდეს. არა, ნგრევა მიდის!
|