#53450637 · 18 Sep 2018, 23:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე ეგ ბიძინას მოსვლამდეც ვიცოდი, რაც იქნებოდა. რაღაც მითები მესმოდა და მჯეროდა ნაწილიბრივ მისი ქველმოქმედება, ბოლისდაბოლოს მილიარდელია. მერე რაღაც ინტერვიუს ვუყურე და მივხვდი, როგორი გაუნათლებელი იყო. მერე მოვძებნე მისი გამდიდრების ისტორია, ცოტა ტვინი დავაყოლე ფაქტებს და მივხვდი, რა სიაფანდი იყო მთელი ეს ყველაფერი. მისი განათლების ადამიანი რომ ამდენ ამბიციურ უტვინოს შეყრიდა ერთად, ეგეც ფაქტი იყო. ამასთან გაუნათლებელი და ხარბი კაცი ადვილი სამართავია. ამდენი კი იცის, ვერ დაუკარგავ. შესაბამისად ილუზია, რომ რამეს უკეთესობისაკენ შეცვლიდა, არასოდეს მქონია. თუმცა რასაც ეხლა აკეთებს, ჩემს ფანტაზიის უნარს აჯობა: მთელი ქვეყანა უტვინო მონები გონია, ოცნების გუნდი კი მისი ჯიბის შნირებად ყავს. გონია რა, ფაქტია ჩვენ სამშობლოს როგორც მის ბოსტანს ისე ექცევა. დარწმუნებული ვარ, თავის პინგვინი რომ მოესურვებინა პრეზიდენტად, მაგასაც მოახერხებდა. რა გასაკვირია: მთავრობა საპატრიარქო ელიტა ინტელიგენცია..... ზოგი 10 ლარის და ზოგიც 1000 ის მონაა. არანაირი მორალი, არანაირი პრინციპი... აბსოლუტურად არაფერი ამ ადამიანებს არ გააჩნიათ: ცხოველებივით ინსტიქტების დონეზე მოქმედებენ, გული მერევა მაგათი ნასმენი და ნაყურები.
|