შეიძლება არც არაფერი არ მოხდეს და ნელნელა ჩაცხრეს, მარა ალბათობა არსებობს. უახლეს ისტორიაშიც გვაქვს აგერ გორის და მარტვილის მიწისძვრა. გორში იმავე დღეს დასცხო მეორედ... მარტვილში სამი დღის შემდეგ.
როცა განმეორებითი ბიძგები ხდება იმავე გეოგრაფიულ რაიონში ეს ნიშნავს რომ ქანებმა მოძრაობა დაიწყეს და ხზ რა მდგომარეობაში არიან ეხლა მოხდა თუ არა მაქსიმალური გათავისუფლება ენერგიის თუ ღმერთმა დაგვიფაროს და პირიქით დაძაბულობამ იმატა და ყველაზე დიდი გადაადგილება და ენერგიის გათავისუფლება ჯერ წინაა...
17 სექტემბერსაც ეპიცენტრი ნორიოში იყო და სიმძლარე 2.4 მაგნიტუდა იყო. დღევანდელი მიწისძვრის ეპიცენტრიც ნორიო იყო და მაგნიტუდაც გაიზარდა 3-მდე...
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მიწისძვრის შემთხვევაში, დედაქალაქში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
თეა გოდოლაძემ გადაცემა არჩევანში საუბრისას პარალელი 2002 წლის მიწისძვრასთან გაავლო და აღნიშნა, რომ მაშინ თბილისში საშუალო სიდიდის მიწისძვრაც კი არ დაფიქსირებულა, თუმცა, საკმაოდ დიდი ნგრევა მოჰყვა. იმ ფონზე კი როდესაც დედაქალაქში ქაოტური მშენებლობები მიმდინარეობს, შესაძლოა, მცირე მიწისძვრამაც კი შენობები მიწასთან გასწორდეს.
თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ამის პროგნოზირების საფუძველს აძლევს ის ნებართვები, რომელიც გაიცემა. მათ შორის გეოლოგიური კვლევებიც არის, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება, შეიძლება თუ არა კონკრეტულ ადგილზე კონკრეტული ზომის შენობის აშენება.
ის აცხადებს, რომ ფორმალურად ყველა კომპანიას აქვს ყველა სახის დასკვნა მშენებლობისთვის, თუმცა, რა ხდება ამ ფურცლებს მიღმა, მთავარი კითხვა ეს არის.
თეა გოდოლაძე ამბობს, რომ უმეტესწილად დოკუმენტების გაყალბება ხდება.
http://rustavi2.ge/ka/news/96136 This post has been edited by Stendal on 20 Sep 2018, 17:58