#53601283 · 16 Oct 2018, 10:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | მყარჩანგლიანი ველოსიპედი ჯობია თუ ამორტიზატორიანი ველოსიპედი, რომელს რა უპირატესობები აქ და რაში ??? |
ჩვეულებრივი (არა ტრასის, არა სარბოლო) ველოსიპედის შემთხვევაში, მყარჩანგლიანის უპირატესობაა კონსტრუქციის სიმარტივე და დაბალი ფასი, დაბალი წონა, პედალირებისას ენერგიის მაქსიმალურად გამოყენება, არც სპეციალური მოვლა ჭირდება.
ამორტიზატორი კარგია გრუნტიან და უსწორმასწორო ზედაპირზე, ასევე შესაძლებელია დაუყენდეს ჩამკეტი და ხისტი გახდება, აღმართზე სიარულისას ენერგია აღარ დაიკარგება. თუმცა კარგი ხარისხის უნდა იყოს (დაახლოებით 200 დოლარიდან იწყება მარტო ამორტიზატორის ფასები), თორემ უხარისხო ამორტიზატორს ისევ მყარი ჩანგალი ჯობია. ასევე ჭირდება პერიოდული სერვისი, ზეთის გამოცვლა, ცვეთადი ნაწილების (ძირითადად ე.წ. სალნიკები) გამოცვლა, სპეციალური მოვლა.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ჩარჩოს ხარისხს, ბორბლებსა და საბურავებს. ზოგადად, ჯობია მყარჩანგლიანი, მარტივად მოსავლელი ველოსიპედი გყავდეს კარგი ბორბლებითა და საბურავებით, ვიდრე ცუდი ნაწილებით აწყობილი ამორტიზატორიანი ველო (უფრო მძიმეც იქნება და მალე გამოვა მწყობრიდან).
|