ზოგადად, უსაფრთხოებას ზომავენ სხვადასხვა კრიტერიუმებით. გააჩნია რას დაარქმევ უსაფრთხოებას. ავტოსაგზაო შემთხვევების, ხანძრების ან სამშენებლო ავარიების მხრივ საქართველო ნამდვილად არ არის უსაფრთხო ქვეყანა. ასევე არ არის უსაფრთხო ქვეყანა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით - გვაქვს გაყინული კონფლიქტები.
....მაგრამ თუ ლაპარაკია კრიმინალზე - ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა და ა.შ. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, გამორჩეულად უსაფრთხო და არ ვიცი რატომ არ უნდათ ამის დაჯერება ქართველებს.
კრიმინალის სტატისტიკით, გარკვეული მიზეზებით, დიდი ხანია დაინტერესებული ვარ, ვაკვირდები, როგორც ოფიციალურ სტატისტიკურ ინფორმაციას, ისე ნაციონალების წარმოდგენილ სტატისტიკურ ინფორმაციას (როგორ სძულთ ნაციონალებს ბიძინა და რასაც ისინი აფრიალებენ თუ ის მონაცემები მართალია, მიუხედავად იმისა რომ სახელისუფლებო მონაცემებისგან თითქმის 20%-ით განსხვავდება, მაინც მსოფლიოს ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანა გამოვდივართ

), საერთაშორისო სტატისტიკას და აგრეთვე პირად დაკვირვებებს. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, რეალური სიტუაცია არის ასეთი:
კონკრეტულად ეგ საიტი, Numbeo, შედგენილია ადამიანების მიერ შეტანილი მონაცემთა ბაზების მიხედვით, ანუ ვინც იმოგზაურა წერს საკუთარ შთაბეჭდილებებს, გაივლის კითხვარს და ეს ინფორმაცია მუშავდება. ზოგადად ეგ საიტი საკმაოდ ნორმალური სიზუსტით აღწერს რეალობას. აქ, ვიღაცამ დაწერა კრიმინალი გაიზარდა საქართველოშიო და უსაფრთხოების რეიტინგიც გაგვეზარდა ამ საიტზეო. ნამდვილად ასე მოხდა, მაგრამ საქართველო იმდენად უსაფრთხოა თითქმის ყველა ქვეყანასთან შედარებით, რომ ეს კრიმინალის გაზრდა და შემცირება, არსებითად ვერ ცვლის საქართველოს პოზიციებს და რადგანაც საიტი ოფიციალურ სტატისტიკას არ ითვალისწინებს, მომხმარებლების უხეში ალბათური ანალიზით რამდენიმე ადგილით ხან ზემოთ აიწევს და ხან ქვემოთ ჩაიწევს. ეს ფლუქტუაცია არაფერს ნიშნავს, ფაქტია რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების ათეულში მყარად ზის თითქმის ათი წელია.
ამერიკაში ყველანაირად გაცილებით მაღალია კრიმინალი საქართველოსთან შედარებით და ეს არ არის მარტო მანიაკი სერიული მკვლელები ან ჭკუიდან გადასული მოსწავლეების ჩადენილი მკვლელობები სკოლებში. ამათი პროცენტული მაჩვენებელი, მართლაც რომ შედარებით პატარაა და ეგ ზუსტადაც რომ არ არის ის, რაც ამერიკას კრიმინალურს ხდის. ამერიკაში ხდება უამრავი შეიარაღებული ყაჩაღობები, ბინების გატეხვა, ავტომანქანების გატაცება და ა.შ. რა თქმა უნდა გააჩნია ქალაქს და ადგილს, მაგრამ საშუალო მონაცემებით, თითქმის 7-10-ჯერ მეტი კრიმინალია საქართველოსთან შედარებით. შეგიძლიათ თავად დაძებნოთ მძიმე დანაშაულების, დაყაჩარების, ავტომობილის გატაცების, ბინაში შევარდნის და ა.შ. სტატისტიკა ამერიკაში და შეადაროთ ქართულს, თუნდაც ყველაზე ცუდ ვერსიას ქართული სტატისტიკის, ნაციონალები რომ უფრიალებენ ოცნებას, აი იმ სტატისტიკას შევადაროთ და სხვაობა ისეთი შთამბეჭდავი იქნება რომ თავად მიხვდებით რომ ამხელა გაყალბება, არ არსებობს, ჩვენთან მძიმე დანაშაულის მხოლოდ 5% უნდა აღირიცხებოდეს რომ ამერიკის დონის კრიმინალი იყოს რეალურად აქ.
ევროპა შედარებით უსაფრთხოა ამერიკასთან შედარებით, მაგრამ მაინც 2-3-ჯერ მეტად კრიმინალურია საქართველოსთან შედარებით.
განსაკუთრებით შთამბეჭდავია საქართველოს უპირატესობა ყაჩაღობების, ქურდობის და ავტომობილის გატაცების კუთხით.
ყოველ 100.000 ადამიანზე:
საქართველოში ხდება 50-70 ყაჩაღობა, 15-20 ბინის ქურდობა, 4-5 ავტომობილის გატაცება.
ევროპაში საშუალოდ ხდება 120-150 ყაჩაღობა, 100-150 ბინის ქურდობა, 80 ავტომობილის გატაცება
ამერიკაში საშუალოდ ხდება 200-250 ყაჩაღობა, 250-300 ბინის ქურდობა, 120 ავტომობილის გატაცება
მონაცემები ცხადია იცვლება ამერიკაში შტატების მიხედვით და ევროპაში ქვეყნების მიხედვით , მაგრამ ერთ რაიმეს ყველა აღიარებს, საქართველო ძალიან უსაფრთხო ქვეყანაა.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 24 Sep 2018, 02:23
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)