#53521614 · 1 Oct 2018, 21:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მარკ ტვენი ადამისა და ევას დღიურები ო რ მ ო ც ი წ ლ ი ს შ ე მ დ ე გ ევას დღიური
ჩემი ერთადერთი სურვილი და ყველაზე დიდი სავედრებელი ის არის, რომ ერთ დღეს დავტოვოთ ეს სამყარო, და ეს ვედრება არასდროს შეწყდება დედამიწაზე, მარად იცოცხლებს ყოველი მოსიყვარულე ცოლის გულში ყველა დროს, და ამას "ევას ვედრებას" უწოდებენ. და თუ ჩვენგან რომელიმე პირველი დატოვებს ამ ქვეყანას, დაე, ეს მე ვიყო, და ამასაც შევთხოვ უფალს, რადგან ის ძლიერია, მე კი სუსტი ვარ, და მე ისე არ ვჭირდები მას, როგორც მე მჭირდება ის; უიმისოდ სიცოცხლეს ჩემთვის ფასი არ ექნება; აბა, ამას როგორ გადავიტან?! და ეს ლოცვაც მარადიულად აღევლინება ზეცისაკენ, სანამ ქვეყნად ადამიანთა მოდგამა იარსებებს. მე ვარ პირველი ცოლი დედამიჭაზე და უკანასკნელ ცოლში განვმეორდები.
ევას საფლავთან ადამი: სადაც იყო ევა, იქ იყო სამოთხე.
|