არა და ყველა ხვდებოდა რას გამოიწვევდა ამ კანონის ამოქმედება
კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელი რისკები და უარყოფითი შედეგებიგარდა იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება წარმოადგენს საკუთრების უფლების
დაუსაბუთებელ შეზღუდვას, იგი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს როგორც ცალკეულ
პირთა უფლებების განხორციელების, ასევე ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით:
1. კანონპროექტი, მიუხედავად იმის, რომ მის მიზანს შეიძლება წარმოადგენდეს უძრავი
ქონების მფლობელთა, უფრო კონკრეტულად კი იპოთეკართა უფლების დაცვა,
რეალურად ვერ შეძლებს ამ მიზნის მიღწევას. კანონის ამოქმედების შემდეგ მხოლოდ
გარკვეულ დრო მიეცემათ უძრავი ქონების მფლობელ პირებს სანამ სასამართლო
წესით მოხდება მათი გამოსახლება. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ბინის მესაკუთრეებს
გაუჩნდებათ მოტივაცია მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს და მოითხოვონ
სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით საქმის აღძვრა ბინაში ან სხვა
მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლის გამო.
ამჟამად არ ხდება 160-ე მუხლის ამგვარი ინტერპრეტაციით გამოყენება, რადგან საქმის
აღძვრის გარეშეც აქვს პოლიციას უფლება პირი გამოასახლოს მესაკუთრის
მოთხოვნით. თუმცა არავინ იცის როგორ განვითარდება პრაქტიკა, თუკი სამოქალაქო
კოდექსის 172-ე მუხლის მე-3 ნაწილი გაუქმდება. შესაძლოა კანონპროექტით
დადგენილმა რეგულაციებმა არათუ მოაგვაროს, არამედ უფრო დაამძიმოს იმ
იპოთეკართა მდგომარეობა, რომლებიც სამართლებრივი საფუძვლის გარეშე
აგრძელებენ უძრავი ქონების ფლობას.
2. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება ნეგატიურად აისახება სამოქალაქო ბრუნვის
ეფექტურობაზე და მის მონაწილეთა მდგომარეობაზე. შემცირდება საჯარო აუქციონებზე
გაყიდული უძრავი ნივთების რაოდენობა, რადგან პოტენციურ მყიდველებს მოუწევთ
სასამართლოსთვის მიმართვა და ხანგრძლივ ბიუროკრატიულ პროცესებში ჩართვა
აუქციონზე შეძენილი ქონების უცხო პირებისგან განთავისუფლების მიზნით.
3. პრობლემა შეიქმნება არა მხოლოდ კერძო პირებს შორის ურთიერთობისას, არამედ
სახელმწიფოსაც გაურთულდება სახელმწიფო ქონებაში უკანონოდ შეჭრილი პირების
გამოსახლება, რაც ხელს შეუშლის სახელმწიფო რესურსის რაციონალურ ხარჯვას და
შესაბამისად უარყოფითად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. უფრო მეტიც,
საკანონმდებლო ცვლილებებმის შედეგად, დიდი ალბათობით ახალი სიმძაფრით
კვლავ დადგება სახელმწიფო თუ კერძო არადაკავებულ ქონებაში მასიური შეჭრის
პრობლემა, რადგან სახელმწიფომ დღემდე ვერ შეძლო საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილებისა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე მყოფი
სოციალურად დაუცველი კატეგორიის მოქალაქეების საცხოვრებელი ადგილით
ეფექტური უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე ამ პრობლემის
მოგვარების ეფექტური საშუალება, სწორედ გამოსახლების პრობლემის პოლიციისა და
აღმასრულებლების გზით გადაწყვეტა გახდა.
4. აღნიშნული კანონპროექტი ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბიზნესის განვითარებაზე,
საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისთვის, მიკროსაფინანსო
ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული
კომპანიების ფუნქციონირებაზე, რაც საბოლოდ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს
მოქალაქეებისათვის: საბანკო სექტორი იძულებული იქნება გაართულოს კრედიტის
გაცემის პროცედურები, რაც ბუნებრივად გააძვირებს საბანკო ბროდუქტებს (სესხები,
ოვერდრაფტები, საბანკო გარანტიები და ა.შ.), გაიზრდება რისკები კრედიტორებსა და
მოვალეებს შორის; გაზრდილი რისკებისა და სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფით
შემცირებული შესაძლებლობის ფონზე შემცირდება ბანკების მიერ სესხების გაცემა, რაც
პირდაპირ აისახება ეკონომიკის რეალურ სექტორში განხორციელებულ ინვესტიციებზე;
5. აღნიშნული კანონპროექტი გააუარესებს საქართველოს პოზიციებს საერთაშორისო
რეიტინგებში, და პირველ რიგში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის
კვლევაში. ამ რეიტინგის კონტრაქტების განხორციელების (enforcing contracts)
შეფასებაში, საქართველო 23-ე ადგილს იკავებს და დიდი ალბათობით ეს პოზიციები
მნიშვნელოვნად გაუარესდება.
6. მნიშვნელოვნად გაიზრდება სასამართლოში მიმართვიანობა, რისი ერთადერთი
შედეგიც პირის გამოსახლების გაჭიანურება იქნება. შედეგად კიდევ უფრო
გადაიტვირთება სასამართლო, რაც უარყოფითად აისახება სხვა მიმდინარე საქმეთა
განხილვის ვადებზე.https://www.transparency.ge/sites/default/f...mosaxlebaze.pdf