ჩემთვის ყველაზე რელური კვლევა ის არის, რომელსაც ჩემი საზოგადოებრივი აზრის კვლევის სამსახური ჩაატარებს და რომელშიც თავად მივიღებ, როგორც ინტერვიუერი მონაწილეობას, რომლის გაკონტროლების და გადამოწმების საშუალება პირადად მომეცემა. ჩემთვის ის კითხვარი იქნება ვალიდობასა და სანდოობაზე შემოწმებული, რომელსაც ჩემს სოციოლოგთან და სტატისტიკოსთან ერთად დავჯდები და შევიმუშავებ, ის მონაცემები იქნება დამაჯერებელი, რომელსაც მივიღებ, როცა შედეგებს თავად დავითვლი მათთან ერთად.
სიმართლე გითხრათ, დღეს რომელი სამსახურები მუშაობენ არ ვიცი, არც JUD-ის საქმიანობაზე შემიძლია რაიმე კომენტარის გაკეთება. მაგრამ 2001 წლიდან, როცა დავარსდით დღემდე სავარაუდოდ განსაკუთრებული არც არაფერი შეიცვლებოდა ამ სფეროს შიდა სამზარეულოში. როცა მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აქტიურად თანამშრომლობენ სოციოლოგიური კვლევის სამსახურებთან და როცა ამ ორივე სფეროში მომუშავე სუბიექტრები ერთმანეთის მუკერძოებელ საქმიანობას აკონტროლებენ წინასაარჩევნო პერიოდში, მაშინ მონაცემების გაყალბების რისკები მინიმუმამდე მციდრება.
სამაგიეროდ შემიძილია ერთი რამ გითხრათ დაზუსტებით: როცა წინასაარჩევნოდ მთელი თვენახევრის, ერთი თვის მანძილზე ატარებ კვლევებს, პრაქტიკულად ყოველ დღე, ყოველ მეორე დღეს და საკუთარი საქმიანობის ხარისხს აკონტროლებ (ეს აუცილებელიცაა) მუდმივად, იქ ცდომილებამ შეიძლება შეადგინოს ± 0,5 პროცენტი. მას შემდეგ, რაც კანონით დადგენილი წესით უნდა შეწყდეს გამოკითხვები კენჭისყრამდე, ვიდრე ეგზიტპოლს ჩატარებას შეძლებს სამსახური, პრაქტიკულად თითქმის არ შეიცვლება მონაცემები. ხოლო როცა არჩევნების შედეგებში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით 15-20%იან სხვაობას აქვეყნებენ, უკვე გასაგები ხდება სოც-კვლევის სამსახურისთვის (რომელიც დამოუკიდებელია და მხოლოდ ობიექტურ მონაცემებს ეფუძნება), რა მოვლენასთანაც აქვს საქმე. ასეთ სიტუაციაში ბუნებრივია ჩნდება კითხვა: სულ რამოდენიმე საათში -კენჭისყრის მსვლელობისას, საარჩევნო უბანზე შენობაში შესვლის შემდეგ შეიცვალა რადიკალურად საზოგადოების აზრიც და საერთო სურათიც?
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილის რეჟიმმა მინიმუმ 17 %-ით მეტი მიითვალა. ჩვენ არ გვქონია კენჭისყრის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა, ხელი მიგვიწვდებოდა მხოლოდ მოქალაქეთა პოზიციაზე. ნაც-მოძრაობამ საიდან და რა გზებით მოახერხა ამ სასწაული შედეგების დადება დღემდე დაუდგენელია. ჩვენ მაშინ ვივარაუდეთ, რომ ან მკვდარი სულების დახმარებით, რომლითაც იმ პერიოდისთვის საარჩევნო სიები სავსე იყო ან იმ ამომრჩევლის ხმების ხარჯზე, რომლებმაც საერთოდ უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.
ამიტომ სხვადასხვა სამსახურების მიერ საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მონიტორინგი ყოველდღიურად უნდა წარმოებდეს და უნდა ქვეყნდებოდეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ვიდრე კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას.
საზოგადოებამ კი უფრო მაღალი სამოქალაქო აქტივობა უნდა გამოავლინოს, როცა იცის რომ მისი ქვეყნის ბედი წყდება:
1. უნდა ამოწეროს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ყველა გარდაცვლილი, ქყვეყნის ფარგლებს გარეთ გასული და პირადობით სხვა მისამართზე რეგისტირებული პირი.
2. აუცილებლად უმდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და არავის არ აჩუქოს თავისი ხმა.
...........
წინასაარჩევნო კამპანიის მედიამონიტორინგის სახელმძღვანელო წესები და რეკომენდაციები
აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წინასაარჩევნო კამპანიის მედია მონიტორინგის მხარდაჭერის ფარგლებში, 25 ივლისი, 2017 წელი
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნების წესი საზოგადოებრივი აზრის კვლევა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• უნდა ეფუძნებოდეს წარმომადგენლობითი შემთხვევითი შერჩევის აღიარებულ მეცნიერულ მეთოდოლოგიას, რომელიც უზრუნველყოფს შედეგების არანაკლებ 95%-იან საიმედოობას და რომლის ცდომილების ფარგლები 3 პროცენტს არ აღემატება;
• უნდა გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეთოდოლოგიის საიმედოობისა და შედეგების ობიექტურობის გადამოწმების შემდეგ;
• იმავე ან სხვა შესადარებელი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებში მნიშვნელოვანი განსხვავებების ან ცვლილებების არსებობისას შესაძლებელი უნდა იყოს ამ განსხვავებების ან ცვლილებების დამაჯერებელი მეცნიერული ახსნა;
• არ უნდა იყოს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება ან თანხის მოზიდვის საშუალება, არ უნდა ჩატარდეს ტელეფონის, ფოსტის ან/და ინტერნეტის მეშვეობით;
• უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალე მეთოდოლოგიას, რომელიც იძლევა შედეგების დამოუკიდებელი გადამოწმების შესაძლებლობას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:
• ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა;
• საზოგადოებრივი აზრის კვლევის დამკვეთი ან დამფინანსებელი;
• კვლევაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება და თანამიმდევრობა;
• საველე კვლევის ჩატარების დრო;
• გამოკითხულთა რაოდენობა და შერჩევის მეთოდი;
• რა არეალში ან რა კატეგორიის ადამიანებში ჩატარდა შერჩევა;
• ეფუძნება თუ არა კვლევა ყველა გამოკითხულის აზრს;
• იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს კვლევაში მონაწილეობაზე, არ გასცეს კითხვას პასუხი ან რომელთა გამოკითხვაც ვერ მოხერხდა;
• შერჩევის ზომა;
• ცდომილების ფარგლები;
• ინფორმაცია სხვა ნებისმიერი ფაქტორის შესახებ, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შედეგებზე.
კანონმდებლობა კრძალავს კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.
არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებისას უნდა მიეთითოს:
• გამოკითხვის დამკვეთი (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი, თუ დამკვეთი იურიდიული პირი ან სახელმწიფო ორგანოა; გვარი, სახელი და მისამართი მოქალაქის პირადობის მოწმობის მიხედვით, თუ დამკვეთი ფიზიკური პირია);
• გამოკითხვა ფასიანია თუ უფასო;
• ორგანიზაცია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვა (სახელწოდება საჯარო ან საარჩევნო რეგისტრაციის მიხედვით და იურიდიული მისამართი);
• გამოკითხვის თარიღი;
• გამოკითხვის მეთოდი;
• გამოკიხვაში გამოყენებული კითხვების ზუსტი ფორმულირება;
• შესაძლო ცდომილების ფარგლები.
https://www.gncc.ge/uploads/other/2/2701.pdf.........
თუ არ ვცდები, ინდოეთში ხდება ბიომეტრული მონაცემებით ელექტორატის იდენტიფიცირება და მონაწილეობა კენჭისყრის პროცესში. მოქალაქე, რომელმაც ერთხელ მიიღო მონაწილეობა ერთსა და იმავე კენჭისყრაში, კერძოდ თითის ანაბეჭდით (რომელიც უნიკალურია თითოეული პიროვნებისთვის ისევე, როგორც თვალის ფერადი გარსი, თვალის ბადურის გარსი, თვალის ბადურის გამოსახულება, სახის მახასიათებელი) და პირადი მონაცემებით დააფიქსირა საკუთარი მონაწილეობის ფაქტი, რაც აღირიცხა შესაბამის სისტემაში, ხელმეორედ ვეღარ შეძლებს საარჩევნო კარუსელში მონაწილეობას.
კარგი იქნებოდა პარლამეტნს და ცესკოს ანალოგიური საარჩევნო სისტემის ერთობლივი პროექტის შემუშავებაზე ეფიქრათ, ოდესმე მაინც.
This post has been edited by Catherina on 4 Oct 2018, 20:38