#53554948 · 7 Oct 2018, 21:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოცნებამ უკვე გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტს ხალხი არ უნდა ირჩევდეს. ეს ერთი შანსი დაგვიტოვეს მისი არჩევის და იმ ერთსაც ოცნების კანდიდატს აირჩევენ. ვერაფერით ვერ სწავლობს ქართველი ხალხი. როგორ შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიის კანდიდატი გაიყვანო პრეზიდენტად... ვინმესი ხომ უნდა ეშინოდეს მთავრობას, ვინმეს ხომ უნდა ქონდეს მოტივი მათი კონტროლის. მაგრამ ეს ხომ 20 ლარად გაყიდული ქვეყანაა.
ამ ქვეყანას ჭირდება იდეოლოგიათა პაექრობა და არა პარტიებთა შორის ომი. ეს ნაცმოძრაობა vs. ოცნება კლავს ამ ქვეყანას, ტიპები ომობენ ერთმანეთის ჩაძირვისთვის და არა ქვეყნის აყვავებისთვის, მაგრამ როგორ უნდა იომონ იმისთვის რისი მუშაობის პრინციპიც არ ესმით... თითქმის არავის არანაირი ცოდნა არ აქვს ელემენტარული ეკონომიკის, ელემენტარული ფინანსების... ერთმანეთს ჭამენ და პოლიტიკურ ქულას ერთმანეთის ლანძღვაში იღებენ.
ჩვენი ბრალია, საზოგადოების, იმის გამო რომ იდეებს არ ვნერგავთ, იმის გამო რომ არ ვდაობთ კომპლექსურ, მაგრამ საჭირო საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის ეკონომიკის წახალისება, ყველა ვჭკუოსნობთ და მხოლოდ იმიტომ თუ ვიწყებთ დისკუსიას, რომ პასუხის გაცემის შანსი მოგვეცეს, არ ვუსმენთ არავის, არ ვვინტერესდებით არაფრის, ვართ ეგოისტი ხალხი, რომელთა მთავარი მუღამიც ვინმეს დაკნინებაა, რათა თავი უკეთესად იგრძნოს.
ეს ზოგადად ადამიანების მინუსია, მაგრამ ვაქცინებადაც რომ არ ვვარგივართ როგორც საზოგადოება, ეგ არის გულდასაწყვეტი.
--------------------
There are no facts, only interpretations.
|