ამ კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდებათ, რომ ყველა და ყველაფერი გასვარონ, ოღონდ თავისი "სიმართლე" დაამტკიცონ.
პირადად მე სულ არ მაინტერესებს ვინ ვის რატომ და რა ფული აახია. მთავრობამ ვინმესთან თუ რამე მიქარა (და არც გამიკვირდება, რომ ოქუაშვილისთვის მართლაც აეხიათ), ეს არაა ბანკის პრობლემა.
* * *
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, როგორც აღვნიშნე, მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს ოთართან და იმ დღესაც ბანკში მისვლამდე და ბანკში ყოფნის პერიოდში, არაერთი საუბარი მქონდა მასთან. ვინაიდან ვიცოდი, რომ ოთარი იყო ბიზნესით დაკავებული და საბანკო სექტორში ჰყავდა ბევრი ნაცნობი, მას ვთხოვდი, რომ დაგვხმარებოდა სს „თიბისი ბანკი“-დან თანხის გამოტანაში. დახმარება შეიძლება დაგვჭირვებოდა იმ ფაქტის გამო, რომ საკმაოდ გვიან, დაახლოებით, 17:30 საათისთვის მოგვიწია ბანკში მისვლა და შესაძლოა, ბანკს სამუშაო საათებში ვერ მოგვესწრო თანხის განაღდება და სწორედ ამ საკითხში მინდოდა ოთარის დახმარება. ოთარი დაინტერესდა, რომელ ფილიალში ვიმყოფებოდი, რა ოდენობის თანხაზე იყო საუბარი, ფიზიკური პირის თუ კომპანიის ანგარიშზე იყო თანხა ჩარიცხული, ამ მიზნით ჩვენს შორის შედგა რამოდენიმე სატელეფონო საუბარი, თუმცა ბოლოს „თიბისი ბანკის“ მხრიდან არ შეიქმნა არანაირი პრობლემა და შესაბამისად, ოთარის დახმარება არ გახდა საჭირო, რის შესახებაც შევატყობინე კიდეც მას. შესაბამისად, არც ოთარ ფარცხალაძე და არც სხვა რომელიმე ამ თანხის განაღდებაში არ დაგვხმარებია, რადგან როგორც აღვნიშნე, დახმარება არც იყო საჭირო - ბანკმა გამოთქვა მზაობა, რომ მოეხდინა ანგარიშზე არსებული თანხის გაცემა ჩვენთვის“, - აღნიშნულია ყიფიანის ჩვენებაში.
http://www.interpressnews.ge/ka/article/51...rad-esaubreboda This post has been edited by spider77 on 9 Oct 2018, 19:27