PAINKILLERჩემს პარიზულ ცხოვრებაში საქართველომ ერთ მშვენიერ დღეს ახალი სახე შეიძინა. გავიცანი ისტორიკოსი, ფილოსოფოსი, მწერალი, რომელიც, სხვათა შორის, თავის თავს დისიდენტს არ უწოდებდა. არ სურდა თავისი სამშობლოთი სპეკულირება. ჯანრის ზუსტად იმ დღეს შევხვდი, როცა მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა საფრანგეთში. როგორც კი დავინახე, მაშინვე გავიფიქრე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც შეიცვლებოდა. ჩემი ბინის აივნიდან ეზოში შემოსულს თვალი მოვკარი. ვერ ავხსნი, ეს რა გრძნობა იყო, მაგრამ მახსოვს, წამიერად რაღაცამ გამიელვა გულში. დიდი ყურადღებით და ცნობისმოყვარეობით მივიღე სტუმარი. ერთხელაც, ასეთი რაღაც თქვა: ათი წლის შემდეგ „საბჭოთა კავშირი“ აღარ იქნებაო. მაშინ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია ამ წინასწარმეტყველებისთვის, მაგრამ ათი წლის შემდეგ გამახსენდა, როცა ჩვენ ერთად დავბრუნდით უკვე დამოუკიდებელ საქართველოში. რაც შეეხება პირველ ქმარს, ის რომში გავიცანი. ქართველი იყო, გორჯესტან-გუგუშვილი, თუმცა, სხვაგზაგამოვლილი ქართველი.
http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=3085