გააჩნია ანარქიზმის რა ფორმაზეა საუბარი?
ანარქოკაპიტალიზმს თუ ვაწვებით, ინდივიდის აბსოლუტურ თავისუფლებას და ჯგუფურობის სრულ იგნორს, ეგ ეტაპი გავიარეთ.
მანამ სანამ იერარქიები და სახელმწიფოები (ან მათი მსგავსი მცირე ზომის წარმონაქმნები) გაჩნდებოდა.
და მიზეზი, რატომაც შეიქმნა სახელმწიფოები, ზუსტად ანარქიზმის რადიკალური მემარჯვენე ვარიანტი იყო.
ასეთ რასკლადში ძლიერი და ჭკვიანი აუცილებლად დაჩაგრავს სუსტს და ბრიყვს. კი არადა პატიოსან გულუბრყვილოებს. როგორც ეს თავის დროზე მოხდა. შენძრეულმა ნაბოზრებმა პატიოსანი გულუბრყვილოები დაჩაგრეს, დააგოიმეს და რესურსების თქვლეფა დაიწყეს. რამაც პატიოსანი უმრავლესობა სახელმწიფოებამდე, თამაშის წესების (კანონები) დაწესებამდე და იერარქიებამდე მიიყვანა.
ჭკვიანმა ნაბოზრებმა მარტივად აუღეს ალღო ამ სისტემასაც და მაინც თვითონ მოაჯდნენ იერარქიის ზედა საფეხურებს და პატიოსანი ხალხი ისევ გაიპრესა. ოღონდ ერთი განსხვავებით, ამ პატიოსან უმრავლესობას რაღაც ბერკეტი დარჩა, ამ მაღალ იერარქიებზე დასაწოლად, შედეგად თემური და მონათმფლობელური წყობილებიდან, აგერ უკვე სოციალ-დემოკრატიასთან მოვედით ბოლოს და ბოლოს. და ეს სინამდვილეში პატიოსანი მართული უმრავლესობის დამსახურებაა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ამაზე ეცინება და დარწმუნებულია, რომ ეს ცვლილებები სინამდვილეში მმართველი კლასიდან მოდის.
ანარქია არაა ცუდი. მარა პირადად მე ვფიქრობ, რომ ანარქო-კომუნისტური (ან ანარქო სოციალისტური) მიმართულების გარდა, ეს წყობა განწირულია წავიდეს მეორე წრეზე. ანუ: ინდივიდის აბსოლუტურ თავისუფლებაში შენძრეული ნაბოზრები ისევ დაჩაგრავენ პატიოსან გულუბრყვილოებს და ადრე თუ გვიან ისევ გაჩნდება სახელმწიფოც, კანონებიც და იერარქიებიც.
თუ ყველა არ იქნა კარგად, უხეშად რომ ვთქვათ და უფრო კონკრეტული თუ ვიქნები, მასლოუს პირამიდის ყველა საფეხური არ აქვს დაკმაყოფილებული, ანარქია უშანსოდაა. ამიტომ მიმაჩნია ანარქო-კომუნიზმი/სოციალიზმი ანარქიის ყველაზე მისაღებ ვარიანტად.
და კაცობრიობის განვითარების დინამიკის მიხედვით, დარწმუნებულიც ვარ, რომ ადამიანები მივლენ მაგ ეტაპამდე აუცილებლად. ბოლო ეტაპი სოციალ-ეკონომიკური მოწყობის ეგ იქნება. ოღონდ მერე არ ვიცი რა მოხდება, მუდმივად გაგრძელდება ეგ, თუ თავზე ჩამოემხობათ ერთ დღესაც მთელი წყობა და თავიდან დაიწყება ყველაფერი

თუ მანამდე დედამოწას დედა არ მოეთხნა, უცხოპლანეტელებმა არ მოგვთხნეს ან AI-მ ჩაგვანაცვლა მთლიანად