მერე იტყვიან გაკვირვებული სახით-"რატომ მიდის ხალხი საქართველოდან?".
1.ხელფასი-დაბალი.
2.სამუშაო-მონური.
უკვე დემოტივაციაა, თან თუ ამას დავუმატებთ იმას, რომ ყველა ხედავს:
1.მაღალი და საშუალო რანგის ჩინოვნიკები რა შემოსავალს ღებულობენ, არადა მათ შორის მოზრდილი ნაწილი ტლუა ან უბრალოდ საჭირო ნათესავი აღმოაჩნდათ, ანაც უბრალოდ იციან სად "შეძვრენ".
2.ბიზნესმენებს როგორი მიდგომა აქვთ-"არ გინდა წადი, ვიღაც მაინც მოვა ვისაც არაფერი აქვს და დაბალ ხელფასსაც დათანხმდება".
ეს დამატებით უსამართლობის განცდა და ფეხებზე დაკიდება. დემოტივაცია კი არა დეპრესია გამოდის უკვე

ჰოდა, ამ ფონზე რაშიც მართლა მიღწევა გვაქვს ეს უვიზო რეჟიმია შენგენთან, ამიტომ მიდის ხალხი ევროპაში:
1.ზოგი სასწავლებლად და იქ რჩება
2.ზოგი იქ თხოვდება ან ცოლი მოყავს და რჩება(ბევრს ფაქტიურად, ბევრს ფიქტიურად)
3.ყველაზე ნაკლებად გარკვეულები არალეგალებად მიდიან, წლები იქ არიან და მერე ან ლეგალდებიან ან არა, არალეგალობაც კი ურჩევნიათ აქ ყოფნას.
4.ზოგი საქურდლად(სამწუხაროდ)
5.ბევრს უკვე მანდ დამკვიდრებული ნათესავები და ახლობლები ყავს და იმათი ხელშეწყობით მიდიან
თან ევროპა ადრე შორს იყო, არაფერი იცოდა ხალხმა მასზე, ახლა ძალიან გამარტივებული და "დაახლოებულია" ყველაფერი, შესაბამისად ისე არ უჭირს ქართველს მანდ აზრზე მოსვლა, როგორც 25 წლის წინ.
რაც არ უნდა ილაპარაკონ "გეიევროპაზე" მოქადაგეებმა, ევროპული ცხოვრების წესი, კულტურა და ყოფა ქართველებისთვის ძალიან მისაღებია და ადვილად ღებულობენ მას, ამ მხრივ დისკომფორტი არაა.
პლუს ბევრი სეზონურ სამუშაობზე მიდის თურქეთში, ბევრი აშშ-ს ვიზას აკეთებს და იქ მიდის(მერე მრავალი წელი ვერ ჩამოდის მაქედან), ზოგი ისრაელში და ა.შ.
ეთნიკური უმცირესობები(განსაკუთრებით სომხები) ისევ რუსეთში.
ჰოდა ასე გრძელდება ასე 27 წელია, განსაკუთრებით დიდი ტემპები აიღო ამ ამბავმა ბოლო წლებში, როდესაც უცხოეთისკენ გზა გაიხსნა მეტად.
ორი გზა აქვთ:
ა)უცხოელები შემოყარონ
ბ)ყველაფერი გააკეთონ რომ ქვეყანა სწრაფად წავიდეს წინ და ასე 10-12 წელში მაინც რაღაცას დაემგვანოს საქართველო.
პირველს ვერ იზამენ, ძალიან დიდი უკმაყოფილებაა უკვე შემოსულ ემიგრანტებზე და გადაყვება ყველა ხელისუფლება მაგას, მეორეს საჯდომი არ აქვთ....
და ვართ ასე გაჭედილები.

-------------------------------------------------------------
სამუშაო უფლება თუ მოგვცეს ევროპაში მართლა, წარმოდგენაც არ მინდა რა მოხდება, ყველაზე ღრმა სოფლებიდანაც დაიძრება ხალხი...ერთიანად არ მიაწყდებიან, მაგრამ 4-5 წელში საქართველოში შრომისუნარიან, ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ხალხს მარტო ზაფხულობით 1-2 კვირა და საახალწლოდ თუ ვნახავთ.
აი სოფლებში რომ მიდის ქალაქელი ხალხი ზაფხულობით ეგრე რა
This post has been edited by ingfari on 11 Oct 2018, 18:30