წლების მანძილზე გვესმოდა საუბარი საქართველოს სინგაპურიზაციაზე.
ლიბერალები ქართველ ხალხს ატყუებდნენ და აბოლებდნენ სინგაპურის ეკონომიკაზე:
სინგაპური დაბალი გადასახადებითა და პატარა ბიუროკრატიით აყვავდაო,
ამიტომ ჩვენც შევამციროთ გადასახადები, ყველაფერი ინვესტორებს მივყიდოთ და სინგაპურივით ავყვავდებითო.
დაახლოებით ასეთი იყო ლიბერ-პროპაგანდა, რომელიც ტვინს გირეცხავდათ.
ახლა შევხედოთ რეალობას და ვნახოთ სინამდვილეში როგორია სინგაპურის ეკონომიკა.
1. სახელმწიფო კომპანიებისინგაპურში მართლა არის დაბალი გადასახადები, მაგრამ ამის დაბალანსება ხდება სახელმწიფო კომპანიების მოგების ხარჯზე.
სინგაპურის მთავრობა ფლობს უზარმაზარ კორპორაციებს. მათ შორის:
სინგაპურის ავიახაზებს (Singapore Airlines), ტელეკომუნიკაციებს (Singtel), მედია ბიზნესს (Mediacorp),
ენერგო სექტორს (Singapore Power), სამხედრო-საინჟინრო კომპანიას (ST Engineering) და ა.შ.
https://en.m.wikipedia.org/wiki/Category:Go...es_of_Singaporeსინგაპურის მთავრობის საკუთრებაშია უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიები Temasek Holdings და GIC Private Limited.
Temasek-ის აქტივები შეადგენს 223 მილიარდ აშშ დოლარს, GIC-ის აქტივები კი 360 მილიარდ აშშ დოლარს.
ჯამში მხოლოდ ამ ორი კომპანიის აქტივები ნახევარ ტრილიონ დოლარზე მეტია, რაც მთელი სინგაპურის მშპ-ს 2-ჯერ აღემატება.
https://en.m.wikipedia.org/wiki/Temasek_Holdingshttps://en.m.wikipedia.org/wiki/GIC_Private_Limitedსინგაპური არის სახელმწიფო კაპიტალიზმის ტიპური მაგალითი
და თვითონ სინგაპურის ხელისუფლება არის ერთი დიდი კორპორაცია, რომელიც აკეთებს ბიზნესს.
ამას ცხადია არც ერთი ლიბერტარიანელი არ გეტყოდათ :დ
2. ბიუროკრატიასინგაპურს აქვს მსხვილი ბიუროკრატია და საჯარო სექტორში დასაქმების მიხედვით მოწინავე პოზიციებზეა.
საჯარო სექტორში მუშაობს სინგაპურელთა 32%. შედარებისთვის, საქართველოში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 17%-ია.
https://en.m.wikipedia.org/wiki/List_of_cou...y_public_sector3. პენსიასინგაპურში არის ფონდი, სახელად Central Provident Fund, სადაც მოსახლეობა აკეთებს საპენსიო დანაზოგებს და აქედანვე ფინანსდება ჯანდაცვაც.
ამ ფონდში დაგროვილ მრავალ მილიარდიან კაპიტალს ასევე სინგაპურის მთავრობა მართავს.
https://en.m.wikipedia.org/wiki/Central_Provident_Fund 4. საცხოვრებლით უზრუნველყოფასინგაპურში უძრავი ქონება ძალიან ძვირია და სინგაპურელებს საცხოვრებლით უზრუნველყობს სინგაპურის მთავრობა (1960 წლიდან მოყოლებული).
სინგაპურელების 82% სახელმწიფოს მიერაა უზრუნველყოფილი საცხოვრებლით.
https://en.wikipedia.org/wiki/Housing_and_Development_Boardამის გამო, სინგაპურში არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ბინათმფლობელობის დონე
და მთავრობის წყალობით სინგაპურელების 91% საკუთარ ბინაში ცხოვრობს (მიუხედავად იმისა, რომ სინგაპურში უძრავი ქონება უძვირესია).
https://en.m.wikipedia.org/wiki/List_of_cou..._ownership_rateდასკვნა - სინგაპურში არის არა ლიბერტარიანული, არამედ შერეული, პრაქტიკულად ნახევრად სოციალისტური ეკონომიკა,
სადაც სახელმწიფო ფლობს მსხვლ კომპანიებს და მთავრობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაში.სინგაპურივით გამდიდრება თუ გვინდა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთელი სახელმწიფო ქონების პრივატიზება-განიავებასა
და მოსახლეობის სოციალური დაცვის გარეშე უპატრონოდ მიგდებას სინგაპურთან არაფერი აქვს საერთო.
This post has been edited by androabuladze on 12 Oct 2018, 19:56