#53591511 · 14 Oct 2018, 19:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Achiko25
QUOTE | მაგას ვგულისხმობ რომ სრული ლიბერტარიანიზმი არსად არ არის, ისევე როგორც სოციალისტური სამოთხე, რასაც როგორც ჩანს სინგაპურს უწოდებ. |
არ ვუწოდებ, უბრალოდ შენი ფრაზა გავიმეორე ხუმრობით სინგაპური იმდენადვეა ლიბერტარიანული, რამდენადაც სოციალისტური. ბოლოს ზუსტად ეს დაგიწერე, რომ შერეული ეკონომიკაა სინგაპურში და მთავრობას პრიოიტეტებად აქვს არჩეული რიგი სტრატეგიული სექტორები, რომლებშიც აქტიურად ერევა. დაბალი გადასახადები არის ლიბერტარიანული ელემენტი. სახელმწიფო კომპანიები და საჯარო ბინათსაკუთრება არის სოციალისტური ელემენტი. QUOTE | თუ ადამიანებს აქვთ ბაზარზე თავისუფლად ოპერირების საშუალება, ისე რომ მათ გადასახადები და უამრავი რეგულაცია არ ავიწროვებს, ეგ თავისუფალი ეკონომიკის ნაწილია |
არ შეუძლიათ ყველა სექტორში
მაგალითად, მედია ბიზნესით რომ იყო დაინტერესებული, ვერ გახსნი მედია-კომპანიას. ენერგო სექტორით რომ იყო დაინტერესებული, ვერც ამ სფეროში გახსნი კომპანიას.
QUOTE | მასში სახელმწიფოსაც შეუძლია ჩაერთოს, თუკი ამით ხეირობს ქვეყანა |
საქმეც მაგაშია, რომ ლიბერტარიანელები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მთავრობის მიერ ბიზნესის კეთებას. არადა სინგაპურის მთავრობას რომ თავისი კორპორაციებიდან არ ჰქონდეს მრავალი მილიარდის შემოსავალი, ასეთი დაბალი გადასახადები ვერ ექნებოდა.
QUOTE | მთავარია ხალხის ჯიბიდან წართმეული ფულით არ ახორციელებდეს |
ჰაერიდან კი არ გაჩენილა ეგ ფული. თავის დროზე ბიუჯეტიდან აიღო მთავრობამ და ჩადო კომპანიებში. შემდეგ კი იმხელა ბიზნეს-იმპერია ააწყო სინგაპურის მთავრობამ, რომ თავად არის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი და მაგ კომპანიების მოგებას ისევ ხალხს უნაწილებს (მაშინ როცა კერძო ბიზნესმენი ჯიბეში იდებს).
This post has been edited by androabuladze on 14 Oct 2018, 19:57
|