Anime-10
ნერიაძური

      
ჯგუფი: Members
წერილები: 15219
წევრი No.: 230918
რეგისტრ.: 10-April 17
|
#53596517 · 15 Oct 2018, 15:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნეპოტიზმი ბრეჟნევიდან დასეივებულია, გამოდის კომპიუტერები კომუნისტებიდან იღებს სათავეს * * * QUOTE (უძინარი @ 15 Oct 2018, 00:00 ) | ნამდვილად არ მეგონა, თუ ივანიშვილი ასეთ მარტივ შეცდომებს დაუშვებდა, მაგრამ ფაქტია რომ იღორა და 2 დიდი შეცდომა დაუშვა, დანარჩენი ქლიავებიც ეგრევე აყვნენ.
2012-ის მერე ველოდებოდი ოცნების დაყოფას რამოდენიმე ან მინიმუმ 2 პარტიად და ნორმალური პოლიტიკური სისტემის შექმნას თავისი კონკურენციით და ამბით, ნაცები კი თანდათან ჩაირეცხებოდნენ. მაგრამ ასე არ მოხდა, ამის მაგივრად 2 დიდი შეცდომა იქნა დაშვებული, რამაც გამოიწვია შემდეგი შეცდომების კასკადი:
1. კოჰაბიტაცია. 2. ნორმალური ოპოზიციის გაქრობა.
კოჰაბიტაციამ ის გამოიწვია, რომ მთელი მახინჯი სისტემა საქმის მკერავებითა და მოძალადეებით დარჩა უცვლელი, პლიუს მოსამართლეები, რომლებმაც უამრავი უდანაშაულო გაუშვეს ციხეში და ჩინოვნიკები, რომლებიც მიჩვეული იყვნენ ბესპრედელს.
ნორმალური ოპოზიციის გაქრობამ და მათ ადგილზე დისკრედიტირებული ნაცების გამრავლებამ გამოიწვია მახინჯი პოლიტიკური სისტემის შექმნა, სადაც არავის უნდა ნაცების დაბრუნება და არც ოცნების შემცვლელი ჩანს ვინმე. ეს კი ძალიან სახიფათო თამაშია, უკონკურენტობამ კომუნისტური პარტია დაალპო და დემოკრატიულ წყობაში მითუმეტეს დაალპობს სისტემას.
ფაქტიურად ივანიშვილს არ უნდა რომ ძლიერი კონკურენტი ყავდეს და ამის გამო ოცნების კონკურენტად ისევ ნაცები ურჩევნია, მითუმეტეს დაშლილ მდგომარეობაში. ეს ნამდვილად სახიფათო თამაშია.
ამ მახინჯი ვითარების გამო მახინჯდება დემოკრატიისა და არჩევანის უფლების არსი, ჩვენ ვერ ვიქნებით იმის იმედად, რომ ნაცების მრევლს გონება გაუნათდება და აღარ მოუნდება ბოროტი სადისტების დაბრუნება, ამიტომ ერთადერთი შანსია ახალი ოპოზიციის გამოჩენა, ოპოზიციისა რომელიც არ იქნება ყოფილი ნაცებისგან შემდგარი. ანუ როგორც თბილისის მერად ჯობდა ახალი სახე ელისაშვილი გასულიყო, ასე ჯობია ეხლაც.
მოკლედ, თუ დამიჯერებთ, ამ არჩევნებზე კატეგორიულად უნდა გამორიცხოთ ნაცებზე ხმის მიცემა, მიეცით ხმა ვინმე ახალ სახეს, ან ვთქვათ უსუფაშვილს, ან თუნდაც ზურაბიშვილს, რომელიც ახლა კია ოცნების მიერ მხარდაჭერილი, მაგრამ არ არის ის ტიპი მაგათ ჭკუაზე იაროს.
მოკლედ მე რჩევა მოგეცით და თუ არ გინდათ ისევ მოჯადოებულ წრეში იტრიალოთ და ივანიშვილის ხაფანგით "ნაცები შეიძლება დაბრუნდნენ" მუდმივად ოცნება იყოს სათავეში, მიეცით ხმა ახალ სახეებს ყოველ არჩევნებზე, იქნება მერის არჩევნები, პრეზიდენტის თუ პარლამენტის, ნაცებს და დორბლიანს კი რაც მალე დაივიწყებთ, მით მალე წავა ქვეყანა წინ.
აბა თქვენ იცით. |
ისე რამე რო იყოს, ბიძმონდას ხო აქ იმ თვისებებიდან რაღაც მაინც, რაც იმ დუდუკა ვიჯეის აქვს ასე ჭარბად
|