badrijanწავიკითხე შენი პრობლემა და გულზე შემომეყარა, მეც დამემართა დაახლოებით ეგეთი რამდენიმე წლის წინ და ვიცი რაც არის, დიდი ხნის შრომა რომ გაქრება სადღაც უგზო-უკვლოდ, ოფლი რომ გასხამს და კომპიუტერის დამტვრევა გინდა იმ მომენტში, მაგრად ტეხავს, შევდივარ შენს მდგომარეობაში.
ესენი დავძებნე, ზუსტად ეგეთი რამე მე არ შემმთხვევია ასე რომ პირადი გამოცდილებით ვერ დაგეხმარები.
თუ რაიმეს ვერ გაიგებ ამ საიტებიდან, ვეცდები გადაგითარგმნო და დაგეხმარო.
https://www.bungie.net/en/Forums/Post/3476910https://answers.microsoft.com/en-us/msoffic...c7-632f9be520c3http://www.wordbanter.com/showthread.php?t=59473მესამე ლინკი ამბობს რომ როცა არქივი (ანუ ვინრარი ) დახურეო, ის დროებითი საქაღალდე სადაც დოკუმენტის ცვლილებები ინახებოდა, შესაძლოა წაშლილიყოო. ანუ, იმ მომენტში კი ინახავდი როცა სეივს აჭერდი მაგრამ ვინრარის დახურვისთანავე შეიძლება წაშლილიყო ცვლილებები რადგან დოკუმენტი არ შეგინახავს ვინრარის გარეთ, არ ამოგიექსტრაქტებია.
მოკლედ, ესენი სცადე და თუ ვერა, არის შანსი რომ ვერ აღადგინო, სამწუხაროდ.
მეორეს მხრივ, კი ვერ გიშველის მარა ცოტას დაგამშვიდებს, ბევრს მოგვსვლია ეგეთი რამ და კი მაგარი მურტალია მაგრამ ხდება ხოლმე, მეორედ ალბათ უფრო სწრაფად აკრეფ და ნაკლები დრო დაგეხარჯება, დიდად ნუ ინერვიულებ. ხდება ხოლმე ბოროტობები ცხოვრებაში მაგრამ კარგი რამეებიც ხდება და ძაან არ დაიგრუზო. წარმატებები. სხვა დროს გაითვალისწინებ რომ ფაილი ჯერ ვინრარიდან ამოიღო(ამოაექსტრაქტო) და მერე შეცვალო. ისედაც, უფრო ფრთხილი გახდები და ა.შ. მოკლედ, წარმატებები, იქნებ მაინც აღადგინო, თუ ვერა - რას იზამ, მოსაყოლი მასალა მაინც გექნება