ამერიკას რაც შეეხება საკმაო პრობლემებია იქ იმის მხრივ რომ მკურნალობა უძვირესია მართლაც. ამას წინად წერდა ვიღაც breaking bad გერმანიაში არც კოხდებოდა, უმკურნალებდნენ უფასოდ. (ნუ მთლად უფასოდაც არა, ამისთვის გადასახადებს იხდი). აქვთ ასევე ძალიან ცუდი მუშაობის კულტურა ამეროკაში. ანუ სამსახურში შეიძლება მუშაობდე და კონტრაქტიც კი არ გქონდეს რითაც შენ დასაქმებული არ ხარ დაზღევული და ისე უბრალოდ მეორე დღეს შეუძლია გამოგიშვას სამსახურიდან.
ტიკტოკზე შემხვდა ამერიკელი ქალის ვიდეო რომელიც ქმართან ერთად გადმოცხოვრდა გერმანიაში და სალაროსთან ვდაგვართ მე და ჩემი მეუღლეო და უცებ ჩვენს წინ ვინც იყო იმათმა ჩხუბი დაუწყეს მოლარესო და მე გავიქეცი და დავიმალეო და ჩემი მეუღლე არაო. ბოლოს გაირკვა ყველაფერი მშვიდობიანადო.
იმიტომ გავიქეციო რომ უცებ მეგონა სროლა ატყდებოდაო.
ეგეც თქვენი იარაღის ტარება კარგია ბლა ბლა ბლა.
როგორც ემიგრანტი რომელიც 11 წელია არ ვცხოვრობ სამშობლოში გეტყვით რომ ემიგრანტობა თავიდან არის ძალიან რთული თუ მართლა რამე უმოკლესი გზა არ აირჩიე, აი მაგალითად მოქალაქესთან არ მოაწერე ხელი და უმოკლეს დროში არ ჩაიხუტე ვიზა და მოქალაქეობა.
როგორც ემიგრანტს ხშირად შეგხვდება რასიზმი და ის რომ იქ არ ხარ დაბადებული ერთი ნაბიჯით უკან გხევს ყოველთვის, ხანდახან ცოტა მეტითაც.
აქ ფული ხეებზე არ იზრდება ნამდვილად. ანუ არაა ისე რომ მილიონებს იშოვი. მილიონების შოვნას ყველა ქვეყანაში შნო უნდა.
რა არის აქ კარგი? თანაბარი პირობები, შენი უფლებები რომ უფრო დაცულია, რომ უფრო უსაფრთხოდ ხარ, ნაცნობობის გარეშეც რომ იშოვი სამსახურს, იხდი გადასახადებს მაგრამ ამ გადასახადებს ხედავ განვითარებული ინფრასტრუქტურა, სწავლა 300 ევრო უნივერსიტეტში წელიწადში, მიდიხარ ექიმთან როცა გინდა, ბაღი, სკოლაც მანამდე. ბავშვი თუ გყავს, ხელშეწყობა გაქვს რომ გახვიდე მშვიდად დეკრეტში და მერე ბაღების და ბაგა ბაღების სტრუქტურა მოწესრიგებულია თუმცა გადავსებული
გაქვს პენსია რომ დაბერდები და ა.შ. რა თქმა უნდა მარტო პენსია ვერ უზრუნველყოფს რომ სიბერეში კარგად იცხოვრო და დანაზოგი უნდა გააკეთო ადამიანმა ნებისმიერ ქვეყანაში. მითუმეტეს როცა ემიგრანტი ხარ და აქ იმაზე ნაკლები ხანი იხადე გადასახადები ვიდრე აქაურმა რომელიც 17 წლიდან მუშაობს შეიძლება.
მოკლედ როცა გინდა კარგ ქვეყანაში წარმატება, ძალიან უნდა დაიხარჯო და იმაზე ბევრად მეტი შრომა ჩადო ვიდრე აქაურმა.
ან თუნდაც მარტო ის სტრესი რას ნიშნავს რომ სამსახური რომ დაკარგო და უცებ ვერ იპოვო, შეიძლება ვიზა დაკარგო. ბინა რომ დაკარგო ორი დღის გასათევადაც ვერ მიხვალ მშობლებთან იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ.
შენს სამეგობრო წრეს თავიდან ქმნი, თუ გადახვედი ან გადავიდნენ ისინი კიდე და კიდე. სულ სოციალიზაცია გიწევს და სულ მორგება სიტუაციებზე. და მერე უნდა შეძლო სოციალიზირება აქ.
და მენტალობა და კულტურა რაც ყველაზე მნიშნელოვანია. შენი თავისუფლება აქ არ იზღუდება და არ ისმება ჩარჩოებში.
ბევრი რომ წერს საქართველოსთან შედარებით დაბალი ფასებიაო, სამწუხაროდ მართალია ეგ ბევრი სახის პროდუქციაზე. ვადარებ გერმანიაში ყველაზე ძვირიან და მსოფლიოში ერთ-ერთ უძვირეს ქალაქს მიუნხენს და თბილისს. ჩემი დაკვირვებით ესენია - პირველ რიგში ტექნიკა, პროდუქტები რაც შემოდის უცხოეთიდან მაგალითად კოსმეტიკური სახის გამწმენდი, სარეცხი საშუალებები და ა.შ., ავტომობილები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სესხებზე უმაღლესი პროცენტებია, კვება ხელფასთან შედარებით.
და რაც მთავარია ამ სფეროებში არ არსებობს კონტროლი და ბევრი რაღაც მინახავს მანდ ძალიან უხარისხო. იგივე ბრენდული ნაწარმი იცვლება და სხვა რაღაცას ყიდიან. იგივე რძის პროდუქტები როგორც ვიცი უმეტესობა ირანულ რძის პასტაზე მზადდება და დაბალი ხარისხისაა.
არ არსებობს მანდ კონტროლის მექანიზმი რას აძლევენ ფერმის ცხოველებს და რას ყიდიან.
არ არსებობს ფაქტიურად ჰიგიენის ნორმები.
ესენი გერმანიაში კონტროლის პირობებში ხშირად ირღვევა და წარმოიდგინეთ საქართველოში რა ხდება მაგ სფეროში. ხალხი ყიდის ხორცს სადღაცა სიბინძურეში დაკლულს და რა ჰორმონი და რა ანტიბიოტიკებით ჭყიპეს ეგ ცალკე არ იცი.
დედაჩემმა საერთოდ დაშოკა, უხარისხო სოსისებს თურმე იმდენი ფერი აქვს დამატებული რომ ხარშავ წყალი წითლდებაო.
დანარჩენი ბევრი მარცვლეული როგორც ვიცკ თურქეთიდან შედის და თურქულ მაღაზიაში მიყიდია მაგალითად ოსპი და ნუ გემოზე არ ეტყობა მაგრამ მერე რომ მინახავს დატესტილი იყო ძალიან ცუდი ხარისხის თურმე.
არაფერს ვიტყვი იმაზე რომ კრიმინალი საკამოდ მაღალია მანდ და ასევე კორუფცოა და თბილისში ქალაქის ჰაერი აღარ ისუნთქება უკვე ისე დაბინძურებულია. ადამიანი რას ჭამ, რას სვამ, რას სუნთქავ არ იცი. უნივერსიტეტის გადასახადი საკმაოდ მაღაკია ბევრი ადამაინისთვის. უამრავი მინახავს ფული არ მქონდა და შევწყვიტე სწავლაო. და დონე ახლოსაც ვერ მოვა აქაურთან. პედაგოგების უმეტესობა მანდ ვერ აბარებს საკვალიფიკაციო გამოცდებზე მინიმუმს, რაც სამარცხვინოა.
არაფერს არ ვიტყვი კიდე იმაზე რომ ვინც არ მოვიდა მთავრპბაში პრავებს აკაჩავებს. არასტაბილური გარემოა. ინვესტიციები თუ შემოვა აგდებენ ისევ (ჰესის პროექტი მაგალითად).
აქ რაც უფრო ძვირია ესაა ქირა, ტრანსპორტი, ბინა მიუნხენში ნახევარი მილიონი-მილიონი ღირს, ქირაობით რავი უნდა გაიმართოს და ნაცნობისგან აიღო კარგი ბინა თორე 1500 ევრო ორ ოთახიანი არც ისე ცენტრში. და გააჩნია რას ჭამ 99 ცენტად ტოსტის პურიც შეიძლება იყიდო და ჭვავისაც დაპაკეტებული, მარა არაფრის გემო არ აქვს. კარგი პური თავმოყვარე bakery-ში 3 ევრო მაინც გინდა. ეს უბრალოდ მაგალითი თორე კარგი ხარისხის საკვებს რომ ჭამ საკმაოდ ძვირია.
ყველგან ცხოვრებას აქვს თავისი პლიუსები და მინუსები. ყველა ქვეყანა სხვადასხვაა.
ტრაკის განძრევის გარეშე ფული თავზე არსად არ დაგეყრება. სსდ გირჩევნია ის უნდა შეადარო და შენი თავისთვის გადაწყვიტო სად გინდა.
ვისაც ემიგრაცია უნდა კიდე ამ არხს ვურჩევ. უკრაინელი ბიჭია და სხვადახვა ქვეყანაში მოგზაურობს და ზოგჯერ მხოლოდ მოგზაურობის ვიდეობს იღებს და ცალკე აქვს ფლეილისტი ექსპატსბზე. ეკითხება იქაურ ემიგრანტებს ვიზა როგორ უნდა აიღონ, როგორია იქ ცხოვრება, ხელფასები, ხალხი, მენტალიტეტი და ა.შ. ამ კორონას პანდემიასი აღმოვაჩინე და ვისაც არ გადამიწყვეტიათ ქვეყანა გირჩევთ.
https://youtube.com/c/AndreyBurenokhttps://youtube.com/playlist?list=PLodWPJdK...MbCa4_72ohfMgz4https://youtube.com/playlist?list=PLodWPJdK...azaC2zqYgsMlsKQ
This post has been edited by Kaifistka on 25 Oct 2021, 20:42
იმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123