აზიური ფაროსანა საფრანგეთს შეესია, ისინი პარიზშიც გამოჩნდნენსაფრანგეთში აზიური ფაროსანები გამოჩნდნენ. connexionfrance.com-ის ინფორმაციით, მწერების რაოდენობა სექტემბრიდან გაიზარდა. პორტალი წერს, რომ მომწვანო-მოყავისფრო მწერები სწრაფად ვრცელდებიან და მოსავალს აზიანებენ.
ფაროსანა, რომელიც თავდაპირველად აზიაში - ჩინეთში, იაპონიაში, კორეასა და ტაივანში ბუდობდა, გამოსაზამთრებლად თბილ ადგილებს ეძებს.
აზიური ფაროსანა საფრანგეთში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. შემოდგომაზე ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ მწერების გამრავლებას შეუწყო ხელი, ფაროსანები პარიზშიც შენიშნეს.
პორტალის ცნობით, იმის მიუხედავად, რომ ისინი არ იკბინებიან და არც დაავადებებს ავრცელებენ, შესაძლოა, ალერგია გამოიწვიონ.
thelocal.fr წერს, რომ მოსახლეობამ ფაროსანა პარიზში, საცხოვრებელ სახლებშიც შენიშნა.
https://www.ambebi.ge/article/228514-aziuri...ic-gamochndnen/ This post has been edited by lol3r4 on 19 Oct 2018, 11:25