ჰოოდა, სწორედ ეგ არის ყველაზე ნიშანდობლივი. შეუცნობელი ჭეშმარიტება ჭეშმარიტება კი აღარაა, არამედ დოგმატიზმი, ამ სიტყვის ცნობიერ აქტთან შეუთავსებლობის გაგებით. ამით, რელიგიად წოდებული ინსტიტუცია საბოლოოდ ანგრევს ხიდს, რომელიც ადამიანის მატერიალისტურ აზროვნებასა და სულს შორის უნდა გაიდოს. ხოლო ბატონ ჩომბეს ეს ხიდი საკუთრი ინიციატივით აქვს გადამწვარი. ეს დიალოგი რომ შეჯამდეს შემდეგ სურათს მივიღებთ:
დიდი უპირატესობით იგებს ჯაფარ ხანი

და რატომ:
ის არ არის შეზღუდული კითხვების დასმაში. სხვა საკითხია რომ პასუხს თავადვე უკვე წინასწარ განსაზღვრავს და ამით ისევე იკეტავს შემეცნებას როგორც აღაი ჩომბე
მაგრამ მე ვუშვებ შესაძლებლობას რომ მის მოპასუხე თავისუფალ აზროვნებას გაყვებოდა ჯაფარ ხანი, რაც სრულიად შეუძლებელი იყო ისეთი დოგმატური აზროვნების საზღვრებში მყოფი ოპონენტის პირისპირ, როგორიც გამოდგა აღაი ჩომბე.
აღაი ჩომბესთვის შეკითხვები აღარ არსებობს, რადგან მისი რწმენით ყველა შეკითხვა დაკმაყოფილებულია- "მივენდოთ უფალს, იმან უკეთ უწყის, ხოლო ჩვენ ვერასოდეს ჩავწვდებით"- ამით ის აბათილებს ქრისტეს სიტყვას, თვით ქრისტეს და იოანე ღვთისმეტყველის სახარებას ისე, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. ეს ნამდვილი ტრაგიკომედიაა.
სხვა სახის პრობლემაა ჯაფარ ხანთან, რომელმაც გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა. მის წინაშე დგას სხვა ფორმის დოგმა, მაგრამ შინააარსით ერთი-ერთში ბ-ნი ჩომბეს დოგმასთან:
დოგმა შემეცნების დასაზღვრულობისა და ცოდნის და რწმენის გმიჯნვის თაობაზე, რომელსაც უნისონში ფორტისიმოზე ღაღადებს ვითომ მეცნიერება და ვითომქრისტიანობა.
ჭეშმარიტების შემეცნების შეუძლებლობის აღიარება არის დოგმა, ბატონებო, ვინაიდან, მაშინ ორივეს მოგიწევთ აღიაროთ რომ არავითარი კეთილ-ბოროტი არ არსებობს, უბრალოდ ძალა მორევაზეა და ჭამა დასწრებაზე. რომ ყველაფერი ფიქციაა (რასაც პრინციპში ჯაფარა აღიარებს კიდეც თავისი ქმედებებით) და მორალის გარეშე.
შესაბამისად ნებისმიერი ქმედება დასაშვები, თუკი დავაკანონებ
და, ჯაფარაც იბრძვის დაკანონებისთვის. ხოლო ჩომბეს ამასობაში შარავანდედი მოუჭერს
ეს იყო მათი საერთო. ახლა განსხვავება:
ჯაფარა შეკითხვებს რომ სვამს, შესაძლოა ჩაუკეტავი დიალოგის გზით- ანგელოსთა დასის დამოწმების გარეშე დაანახო რომ შემეცნება პრინციპში შეუზღუდავია. რომ მისი შეზღუდულობის დოგმა არის თავსმოხვეული ილუზია.
დაანახო (აზრით) როგორ შეუძლია შემეცნებას ცნობიერების უცნობი შრეების გამოთავისუფლება ჭეშმრიტების თვისებრივად განსხვავებული ფორმების მისაწვდომად , განსხვავებულ ყოფიერებაში.
მაშინ აზრს კარგავს რწმენის და ცოდნის გამიჯნვა, რადგან ისინი ერთნი არიან საფუძვლიდანვე. მათი გახლეჩა იყო ადამიანის ცნობიერებზე ზეწოლის შედეგი. ხოლო ზეწოლა ადმიანის დასუსტებას და დამონებას ისახავდა მიზნად.
მაგრამ ბატონ ჩომბეს ამას ვერ დაანახებ. რადგან შეკითხვები აღარ აქვს. ღმერთს ეთანხმება ყველაფერში ა პრიორი. ეს სხვაობაა მათ შორის ამ ეტაპზე.
ათავისუფლეთ მონები მეცნიერულ-რელიგიური დოგმატებისაგან, ბატონო ჩომბე, ბატონო ჯაფარ. გაათავისუფლეთ თქვენივე აზროვნება და შემეცნების დატყვევებული სიცოცხლე.
This post has been edited by annavita on 22 Oct 2018, 07:29
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო