Lаki
Ho(m)po Sapiens

       
ჯგუფი: Members
წერილები: 29626
წევრი No.: 172971
რეგისტრ.: 7-September 13
|
#53640279 · 22 Oct 2018, 19:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამხედრო ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია 18 წთ. · უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა: ლევან ბიბილაშვილმა
შეიარაღების რბოლა უკვე ნანახი სცენარით
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 ოქტომბერს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქვეყანა გადის მოკლე და საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების შეთანხმებიდან. ტრამპის მტკიცებით, რუსეთი აღნიშნულ ხელშეკრულებას უკვე დიდი ხანია არღვევს. შტატების ხელისუფლება თავის მხრივ ვერ ხედავს საფუძველს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები. „ამერიკა აღადგენს მოკლე და საშუალო რადიუსზე მოქმედ რაკეტებზე მუშაობის პროცესს. ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რუსები თავად არ მოვლენ ჩვენთან, ვიდრე ჩინელები თავად არ მოვლენ ჩვენთან და გვეტყვიან, მოდი, ჭკუას მართლა მოვუხმოთ და არცერთმა ჩვენგანმა აღარ განაგრძოს მსგავს შეიარაღებაზე მუშაობა,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ „შტატები ამ ნაბიჯის გადასადგმელად წლების განმავლობაში ემზადებოდა და მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა“. ორიოდე სიტყვა ზემოთ ხსენებულ ხელშეკრულებაზეც ვთქვათ: მას 1987 წელს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა და სსრკ-ის პირველმა პირმა მიხაილ გორბაჩოვმა მოაწერეს ხელი. შეთანხმება მხარეებს უკრძალავს 500 კმ-დან 5500 კმ-მდე მოქმედი სახმელეთო ბაზირების ბალისტიკური ბირთვული რაკეტების გამოცდებსა და განლაგებას. ამერიკის საგარეო დაზვერვამ რუსეთის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო საზოგადოებას ერთი წლის წინ მიაწოდა. აქვე იმის თქმაც შეიძლება, რომ 2017 წლის დასაწყისში, დონალდ ტრამპის ნების საწინააღმდეგოდ, შტატების კონგრესის ორივე პალატამ მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას. მიზეზთა შორის დასახელდა უკრაინაში გაჭიანურებული კონფლიქტი და კრემლის მიერ კონვენციური შეიარაღების ხელშეკრულების დარღვევის ფაქტები. როგორც ჩანს, ვაშინგტონს ბოლო წლების განმავლობაში პრეტენზიები კრემლის მიმართ მრავლად დაუგროვდა. ამერიკელების პოზიციას იზიარებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსშიც. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ კალინინგრადის ოლქში განლაგებული „ისკანდერები“ ამისი პირდაპირი მტკიცებულებაა. მოსკოვი უარყოფს, რომ ქვეყნის უკიდურეს დასავლეთში გადასროლილი რაკეტები ბირთვული ქობინებითაა აღჭურვილი. მოსკოვი თავის მხრივ შტატებს რუმინეთში ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების გამო საყვედურობს. მოკლე და საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების ხელშეკრულების შეჩერების გამო შეშფოთებულები არიან ბერლინში. „ვაშინგტონის გადაწყვეტილება გერმანიის და ზოგადად ევროპისთვის სიტუაციას სერიოზულად ართულებს. აღნიშნული ხელშეკრულება ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს წარმოადგენდა. ამას გარდა, შეთანხმების დარღვევა უარყოფითად აისახება ახალ ხელშეკრულებაზეც სტრატეგიული დანიშნულების შემტევი შეიარაღების შესახებ, რომლის მიღება აუცილებელია, რათა ბირთვული შეიარაღების შემცირების პროცესი 2021 წლის შემდეგაც გაგრძელდეს,“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა. რუსმა სამხედრო ექსპერტმა, მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორმა დმიტრი ტრენინმა განვითარებულ მოვლენებს ლოგიკური უწოდა. ამასთან, მისი მტკიცებით, ტრამპმა განცხადება არამხოლოდ მოსკოვის გასაგონად გააკეთა. არ არის შემთხვევითი, რომ პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ჩინეთიც ახსენა. მისი თქმით, ამ კონტექსტში ბუნებრივად მოიაზრება გაფრთხილებაც ჩრდილოეთი კორეის მიმართ. გასათვალისწინებელია, რომ ტრამპის განცხადება კონგრესის შუალედური არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა. შესაბამისად, გათვლა იყო ამერიკელ ამომრჩეველზეც, რაკი უკანასკნელისთვის მოსკოვის მიმართ ხისტი პოლიტიკა მნიშვნელოვანია. სამხედრო ექსპერტი არ იზირებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეშფოთებას, რომ 1987 წლის შეთანხმების შეჩერება 2011 წელს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიული შემტევი შეიარაღების ხელშეკრულების მომავალსაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. ის დარწმუნებულია, რომ 2021 წელს, როცა მოქმედ ხელშეკრულებას ვადა გაუვა, მხარეები აუცილებლად შეთანხმდებიან მინიმუმ ხუთი წლით მის გაგრძელებაზე. ევროპელი სამხედრო მიმომხილველები ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად წერენ იმ პირდაპირ საფრთხეებზე, რომელიც ევროპას ბირთვული მოკლე თუ საშუალო რადიუსის მოქმედების რაკეტების გარეშეც ემუქრება. ყოველი ბალისტიკური რაკეტა შეიძლება აღჭურვილი იყოს ბირთვული თუ არაბირთვული ქობინით. ისკანდერის ბირთვული მუხტის აფეთქების ტალღას შეუძლია ბერლინი, პრაღა, სტოკჰოლმი, ჰელსინკი და ტალინი ნანგრევებად აქციოს. ლაპარაკი ზედმეტია, ვთქვათ, ვარშავაზე, სადამდეც ისკანდერს კალინინგრადიდან 277 კმ ექნება პირდაპირი გზით დასაფარი, რიგასა (338 კმ) და ვილნიუსზე (311 კმ). რუსული რაკეტები ხსენებულ ქალაქებს პირდაპირ მისწვდება. რუსეთის შეიარაღებული ძალების 152-ე სარაკეტო ბრიგადა მსგავსი სცენარისთვის კალინიგრადის ოლქში დიდი ხანია ემზადება. პლუს, გასათვალისწინებელია, რომ რუსეთს ისკანდერები მარტო კალინინგრადში არ აქვს განთავსებული. შესაბამისად, საფრთხე კიდევ უფრო მეტია. „სტარპოინტსის“ ფონდის ექსპერტი, თადარიგის გენერალი, პოლონელი იაროსლავ სტრუჟიკი დარწმუნებულია, რომ პოლონეთის ტერიტორია რუსული რაკეტების პირდაპირ სამიზნეში მას მერე მოხვდა, რაც სოფელ რედიკოვოში ამერიკული სამხედრო ბაზა გაიხსნა. რედიკოვოდან უახლოეს რუსულ ბაზამდე კი სულ რაღაც 300 კმ-ია. აღნიშნულ ბაზაზე 2022 წლიდან ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო რადარები და სახმელეთო ბაზირების მართვადი საზენიტო რაკეტა SM-3-ები (RIM-161 Standard Missile 3) განლაგდება. რუსულ მხარეს აშინებს, რომ მართვადი საზენიტო რაკეტების გარდა, ამერიკელებმა რედიკოვოში შესაძლოა ფრთოსანი რაკეტა „ტომაჰოქებიც“ განათავსონ, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლაც რუსულ მხარეს უკიდურესად გაუჭირდება. გენერალი იაროსლავ სტრუჟიკი ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში გატარებული რეფორმებისა და გადაიარაღების პროგრამის წყალობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალმა რეგიონში, და არამხოლოდ, ნატოს სამხედრო ძალებისას მნიშვნელოვნად გადააჭარბა თუ არ ჩავთვლით თურქეთსა და შეერთებულ შტატებს. ამასთან, იაროსლავ სტრუჟიკი რუსეთის შეიარაღებული ძალების სისუსტეებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, რუსული არმიის მოდერნიზაციის „ოქროს ხანა“ 2015 წელს შეწყდა. მას მერე კრემლი იძულებულია, ლამის ყოველწლიურად შეკვეცოს თავდაცვის ხარჯები. ის ვარაუდობს, რომ ტენდენცია უახლოეს წლებშიც შენარჩუნდება. პოლონეთის გარდა რუსული რაკეტების ახალი განლაგება შეშფოთებას იწვევს შვედეთის ხელისუფლებაშიც. კალინინგრადიდან ისკანდერს ამ ქვეყნის ტერიტორიამდე მიფრენაც ძალუძს. შესაბამისად, შვედეთის მთავრობა ამერიკის შეერთებული შტატებისგან რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შეძენას გეგმავს. მოლაპარაკებები სტოკჰოლმსა და ვაშინგტონს შორის 2018 წლის აპრილში დასრულდა. შვედური მხარე იმედოვნებს, რომ კონტრაქტის აღსრულება 2020 წელს დაიწყება და 2025-ში დასრულდება. შვედეთი შეიარაღებაში ოთხ სარაკეტო დივიზიონს მიიღებს ორი განსხვავებული სახის რაკეტით. სახელდება შესაძლო გარიგების ღირებულებაც - 1.3 მილიარდი დოლარი. ინფორმირებული წყაროების მტკიცებით, შვედეთი 300-მდე რაკეტის შეძენას აპირებს, რაც კონტრაქტის ღირებულებას ოთხ მილიარდამდე გაზრდის. შვედეთი მზადაა, იტალიურ-ფრანგული მობილური საჰაერო თავდაცვის და საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Aster 30-იც იყიდოს.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|