მეც რეგვენივით რომ გავხსენი და წავიკითხე.
სუფთა დემაგოგია და სუფთა წყლის ივანიშვილის სასამართლო..
აი, მოსამართლეებს რომ უკვეთავს განაჩენს და შედერგი რომ წინასწარაა ცნობილი...
სხვებმაც შეგიძლიათ გახსნათ და წაიკითხოთ, მაგრამ დაინტერესებულებისთვის მოკლე შინაარს დავწერ რა წამაკითხა ახლა:
ე.ი შედარებულია 4 ვარიანტი
1 - დარჩეს ახლანდელი
2- შემოვლითი
3 - გვირაბი ბომბეიდან ლონდონამდე (ბოდიში დიდუბიდან სამგორამდე, მაგრამ მემგონი იგივეა)
4 - ნაწილობრივ გადატანა. არც დავწერ ამაზე არაფერს, რადგან თავიდანვე სისულელეა, იმიტომ რომ ფაქტობრივად როგორც არის იგივენაირად დატოვებაა, კოსმეტიკით. ყოველგვარი ტერიტორიების გამონთავისუფლების გარეშე და ა.შ.
შეადრაეს ელკოლოგიით, უსაფრთხოებით, გამტარუნარიანობით, ღირებულებით, ურბანულ;ი განზომილებით (რამდენი ადგილი გამოუნთავისუფლდება ქალაქს).
ახლა, რა მოიკვლიეს, და დასკვნა თქვენ გააკეთეთ:
დავიწყებ ურბანულით:
რადგან დაწუნებული 1 - შემოვლითი და არჩეული 3 - გვირაბი ამ კომპონენტიტ ერთნაირია.
შემოვლითის ოდნავი უპირატესობით 3 ჰექტარში. ამით შემოვიფარგლები
ელკოლოგიით:
შემოვლითი ყველაფრით უჯოკრავს ყველას, მაგრამ ესენი ამბობენ თბილისში თუ იყო ეკოლოგია, იქ არ არის სადაც გადაგვაქვსო?! იქ ხო დაბინძურდებაო.
უსაფრთხოებით:
შემოვლითი ყველაფრით უჯოკრავს ყველას, მაგრამ .. მაგრამ რა გული გულობდეს და ... ერთმანეთს რომ დაეჯახონ მატარებლები შეიძლება რამე თბილისის ზღვაში ჩაიღვაროსო. (თქვენ დასკვნები გააკეთეტ, მე კომენტარს არ გავაკეთებ).
სხვა მხრივ შემოვლითი კუზავს ყველას, ყველანაირად
ღირებულებით:
შენიშვნის სახით გაითვალისწიონეთ რომ შემოვლითის 60% (მათივე დასკვნით) დასრულებულია. ანუ ხომ ვერ არადგენ დახარჯულ ტანხებს? დარჩენილია 167 მილიონი რომ დასრულდეს. მაგრამ დასკვნაში იანგარიშეს მთლიანი ტანხა იმის დასადგენად თ..უ რომელი მეტი დაუჯდება ბიუჯეტს გასაკეთებლად..
და რაც მთავარია გვირაბის ვარიანტის დაანგარიშება არ არსებობს და ამიტომ ზოგადად მსჯელობენ რა შეიძლება დაჯდეს.
გამტარუნარიანობით:
მითითებულია რამდენი გაივლის შემოვლითით..
მითიტებულია რომ ჰორიზონტალური რომ არ არის სიჩქარის გამო გამტარუნარიანობა იკლებსა .. არ დაგაბნიოთ ამ დემაგოგიამ რადგან მარყუჟის გახს\ნა შემდეგ წინადადებაშია..
და რაც მთავარია გვირაბის ვარიანტის დაანგარიშება არ არსებობს და ამიტომ ზოგადად მსჯელობენ რა შეიძლება გაეტარებინა.
გვირაბი და მიწის ზედაპირზე რომ შეადარო ალბათ ყველა მიხვდება სად მეტმა მატარებელმა შეიძლება გაიაროს.
კიდევ არის სხვა პუნქტები მაგრამ მეტნაკლებად მნიშვნელოვანი
მაგალიტად მომსახურების ხარჯები..
რომელი ჯობია თქვენი აზრით?! სწორია გვირაბი რადგან მისი გათვა აქქრ არსებობსო

და სხვა რაღაცეები, რომელშიც რათქმაუნდა მეტ-ნაკლებად ზოგი კარგი იქნება ზოგი შედარებიტ ცუდი..
რაც დავწერე ეგერაა ფაილში და წაიკითხეთ..თუ რამეში რამეს მაედავებით
დასკვნა კი გააკეთეს ჩვენი სიმპათიები მესამე ან მ,ეოთხე ვარიანტისკენ იხრებაო. მე-4 რა იყო ქე დავწერე ზემოთ. ის იყო რასაც მეშვიდე წელია აკეთებენ -ანუ არაფერს.
აი ეს ყველაფერი შეაფასა მონტიმ როგორც "დიდი მავნებლობა და ნაღმი ქალაქისთვის" მე კიდე დემაგოგია მაგრად მიშლის ნერვებს..
და მაგიტომაც წავიკითხე....
და მაგიტომაც დავდე ეს მოკლე შინაარსი აქ.
გმადლობთ ყურადღებისთვის!
განსაკუთრებული მადლობა მონტის ინფორმაციის მოწოდებისთვის რადგან აქამდე სტატიებში ნაგლეჯები მქონდა წაკითხული ამ საკითხზე.
This post has been edited by picpic on 22 Oct 2018, 18:19