ყიფიანი ამბობს - "სქემის მიხედვით ოქუაშვილი აღნიშნულ ჩანაწერებს გამოიყენებდა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას, კერძოდ, მათ დაარწმუნებდა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თითქოსდა უხდიდა დიდი ოდენობით თანხას, რის გამოც ვერ ასრულებდა პარტნიორთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. ზაზა ოქუაშვილი ვარაუდობდა, (როგორც თავად მეუბნებოდა) უცხოელი პარტნიორები ვალდებულების შესრულების ვადას გადაუვადებდნენ.
ანუ ოქუაშვილის მხრიდან ვალდებულების დროულად არ შესრულება, ხომ ნიშნავს რომ მეორე მხარემ ეს ვალდებულება დროზე ვერ მიიღო?
ამასთანავე მესამე მხრისთვის ვალდებულების არ შესრულება ხდებოდა შეგნებული სიცრუის მეშვეობით.
ამასთანავე ეს შეგნებული სიცრუე გულისხმობდა საკუთარი სახლემწიფოს ხელისუფლების მიმართ ცრუ ბრალდებას და დისკრედიტაციას.
და თავისი ჭკუით ყიფიანი ნებაყოფლობით მონაწილეობდა ამ ყველაფერში და ეგ არ არის დანაშაული??