იჰიჰი იღლიცინეთ ვიზუალზე, სხვა მნიშვნელოვანი ვერაფერი დაინახოთ
ისე კი გირჩის და ლგბთ თემის დატაკება კაი ხანია დაიწყო უკვე, მიუხედავად იმისა რომ გირჩი ლიბერალური ღირებულებების პარტნიაა ნამეტანი მემარჯვენეები არიან, მაგათმა არგუმენტმა ყველაფერზე, რომ "ბაზარი დაარეგულირებს" ცოტა უკვე ტვინი გაღუნა, ვერ ვერკვევი ეკონომიკის საფუძვლებში, მაგრამ ლოგიკა მესმის მეტნაკლებად, კერძო სექტორის განთავისუფლება შეზღუდვებისგან სექტორის განვითარების ერთ-ერთი წინაპირობაა.
თუმცა ამ ლოგიკის ფონზე ძნელია ლგბთ თემის არ გესმოდეს, ანტიდისკრიმინაციული კანონი ისაა რაც არსებული რეალობის გათვალისწინებით თემის სრულფასოვანი ცხოვრების გარანტიაა, გარანტიაა იმისა რომ ჰომოფობებმა აუტანელი პირობები არ შეუქმნან ნებისმიერ სფეროში, ხოდა როცა ამის გაუქმებაზე საუბრობენ გრეათერ გუდის სახელის ცოტა რთული ასატანია.
ვფიქრობ გირჩი უნდა აცნობიერებდეს რომ ასეთი ხისტი ცვლილებები არ შეიძლება, არ შეიძლება ამ რეალობაში ხალხი რომელსაც ყველაზე მეტი პრობლემა აქვს ყველანაირი ზურგის გარეშე დატოვო
არადა, ცხოვრება ისეთივე მშვენიერია, როგორც სიტყვა "თავისუფლება".....................