#53701823 · 31 Oct 2018, 23:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Zviad Tomaradze 41 მიზეზი, რამაც განაპირობა არჩევნებში წარუმატებლობა!
1. არ აღადგინეთ სამართლიანობა; 2. არ მიეცა სამართლებრივი შეფასება 9–წლიან დანაშაულებრივ მოღვაწეობას და კოჰაბიტაციაში შეხვედით დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენლებთან; 3. სხვადასხვა თანამდებობაზე ნაციონალური მოძრაობის კადრების დანიშნეთ, ხოლო ვინც დიდი წვლილი შეიტანა ყოფილი ხელისუფლების დამარცხებაში, უმუშევარად დატოვეთ; 4. თითქმის ყველა თანამდებობებზე დანიშნეთ ანტიეროვნული კადრები; 5. პარლამენტის უმრავლესობაც ასევე დააკომპლექტეთ ანტიეროვნული კადრებით; 6. არ გაამკაცრეთ საემიგრაციო პოლიტიკა; 7. მოსახლეობის უმრავლესობის და ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად მოახდინეთ მარიხუანის ლეგალიზაცია და შემდგომში მოინდომეთ კულტივაცია; 8. ანტიდისკრიმინაციული კანონში ტერმინების: „სექსუალური ორიენტაცია“ და „გენდერული იდენტობა“ ჩაწერეთ, რითაც ჰომოსექსუალიზმი ბუნებრივ ნორმად აღიარეთ; 9. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად აშენებდით ჰესებს; 10. არ იქნა მიღებული მიწის კოდექსი; 11. არ იქნა მიიღებული ეკონომიკური სასურსათო უსაფრთხოების კონცეფცია; 12. არ იქნა მიიღებული კანონი „ადგილობრივი წარმოების დაცვის შესახებ“; 13. არ შეზღუდეთ აზარტული თამაშების ბიზნესი; 14. პარლამენტში ჩააგდეთ აზარტული თამაშების რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტი; 15. არ იქნა დაშვებული ID ბარათების ალტერნატიული პირადობის მოწმობები; 16. არ შემცირდა დაპირებული კომუნალური ტარიფები; 17. რეკორდულად გაიზარდა საწვავის ფასი და არ მოწმდება საწვავის ხარისხი; 18. ლარის რეკორდული გაუფასურება; 19. არაფერი იღონეთ სააფთიაქო მონოპოლიის წინააღმდეგ, რის გამოც შენარჩუნდა გაბერილი ფასები მედიკამენტებზე; 20. არ დააბრუნეთ სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა; 21. არ აკრძალეთ აბორტი; 22. არ მიიღეთ კანონი „ქველმოქმედების შესახებ“; 23. არ მიიღეთ კანონი „ცილისწამების შესახებ“; 24. არ მიიღეთ კანონი „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ“; 25. დაანგრიეთ საყდრისის ოქროს საბადო; 26. მიიღეთ საფრთხის შემცველი კანონი „იუვენალური იუსტიცია“; 27. არ იქნა აღებული სიონსა და ანჩისხატს შორის არსებული კაზინო „შანგრილა“; 28. არ იქნა აღებული რიყეზე „დაყრილი მილები“, რომელიც ამახინჯებს ქალაქს და ასევე რესპუბლიკის მოედნიდან „უმისამართო ველოსიპედი“; 29. არ მოაწესრიგეთ საარჩევნო კანონმდებლობა; 30. არ შეცვალეთ სააკაშვილის მიერ საკუთარ თავზე მორგებული, სახელისუფლებო შტოებს შორის მართვის მოდელი, რაც აზარალებს ქვეყანას; 31. არ შეცვალეთ პარტიების დაფინანსების წესი, რომელიც თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შექმნა; 32. უცხოეთიდან დაფინასებული არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტივების მიხედვით მართავდით ქვეყანას; 33. ნაცვლად იმისა, რომ გეზრუნათ ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებაზე, პარლამენტში "გენდერული თანასწორობის" საბჭო შექმენით და ასევე პარლამენტში სცადეთ გენდერული კვოტირების მიღება; 34. ქართული ჯარი დაასუსტეთ და გამოცდილი კადრები გაათავისუფლეთ; 35. ქართული სოფელი და გლეხი დატოვეთ უყურადღებოდ; 36. არაფერი იღონეთ დაცარიელებული მთის პრობლემის მოსაგვარებლად; 37. სანამ ხალხმა არ გაიძულათ კონსტიტუციაში არ წერდით ქორწინების დეფინიციას და უცხოელებზე მიწის გაყიდვის აკრძალვას; 38. არაფერი იღონეთ ქართველი ემიგრანტების დასახმარებლად, ან სამშობლოში დასაბრუნებლად; 39. ფერეიდნელებს და ჰერელებს არ აძლევდით მოქალაქეობას; 40. არ გამოიძიეთ ზვიად გამსახურდიას, გურამ შარაძის, ზურაბ ჟვანიას და სხვა გახმაურებული მკვლელობები; 41. ბრძოლა გამოუცხადეთ ღმერთს, ტრადიციებს და ზნეობას!
This post has been edited by merooo on 31 Oct 2018, 23:59
|