გ ი ო რ გ ი
Michigander

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7731
წევრი No.: 56992
რეგისტრ.: 28-March 08
|
#53646881 · 23 Oct 2018, 22:08 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემი აზრით მთელი სამხედრო კამპანიის და ნაციონალების პოლიტიკის მთავარი შეცდომა იყო, რომ მათ ჩათვალეს, რომ რუსეთი ღია სამხედრო დაპირისპირებას ვერ გაბედავდა და საქართველოს არმია კი საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის, რომ ოსურ მილიციას და დაქირავებულ ბანდფორმირებებს მარტივად გასწორებოდა.
ეს იყო უმთავრესი პოლიტიკური შეცდომა, თანაც, სხვათაშორის არ იყო იოლი გამოსაცნობი რუსეთის შემდგომი ქმედებები. რისკი დიდი იყო თავისთავად, მაგრამ რუსეთი, რომ შემოვიდოდა მაგას რა ლაპარაკი უნდოდაო არ არის სწორი მიდგომა...
ნაციონალებმა იხელმძღვანელეს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, მანამდე არსებული უახლესი ისტორიით, სადაც 90-იან წლებში არც აფხაზეთ/ოსეთში, არც დნესტრისპირეთში და არც მთიან ყარაბაღში ოფიციალური რუსეთი არ გამოჩენილა. მანამდე, რუსეთის ბოლო ღია ინტერვენცია იყო 1979 წელს ავღანეთში, თანაც მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ავღანეთიც გარდამავალი ბრძოლის ველი. ევროსაბჭოს ტერიტორიაზე კი საბჭოთა რუსეთის ბოლო ინტერვენცია იყო ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს. მათ ეგონათ, რომ 48 საათში გავიდოდნენ როკის გვირაბამდე, მთელ მსოფლიოს განუცხადებდნენ, რომ სეპარატიზმი მოგვარებულია, კონსტიტუციური წესრიგი აღდგა და ამის შემდეგ მოიყვანდნენ მსოფლიოს წამყვან ტელევიზიებს და მოითხოვდნენ ევროპოლიციის განლაგებას ან რაიმე მსგავსს.
აი, აქ დაუშვეს საბედისწერო შეცდომა ნაცებმა, რის შემდეგაც სრულიად ახალი ერა დაიწყო მსოფლიოში, რუსეთის ღია ინტერვენციები, რაც უკვე 2014 წელს უკრაინაში განმეორდა. დღეს ყველამ ცალსახად იცის, რომ NATO-ს არაწევრ ქვეყანაში, ნებისმიერ წამს შეიძლება მოხდეს რუსული ინტერვენცია ამა თუ იმ მიზეზით. შეიძლება სამიზნე გახდეს ბელორუსია, სომხეთი ან აზერბაიჯანი, თუ მოინდომებენ ღიად პროდასავლურ პოლიტიკაზე გადასვლას და NATO-ში გაწევრიანებას.
მთელი საბრძოლო ოპერაცია ამ იმედით და მოტივით მიდიოდა. ნუ, იყო უხეში შეცდომები, რა უნდა სამოქალაქო მერს გენშტაბში? ან კალანდაძის მიტოვებული სამხედრო ბაზები... მაგრამ ეს მთლიანობაში სურათს ვერ შეცვლიდა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი და სეპარატისტები ღია ომზე წამოვიდნენ, რაც გავაკეთეთ დაახლოებით ეგ სცენარი იქნებოდა ყველა ვარიანტში. კი, შეიძლებოდა გრადების მაგივრად სხვა იარაღის გამოყენება, ცხინვალში არ შესვლა და ა.შ. მაგრამ რუსეთი თუ ღიად ჩაერთვებოდა საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნებოდა. უარესიც, ომი თუ დიდხანს გაიწელებოდა არც ის იყო გამორიცხული, რომ რუსეთს ძალიან დიდი რაოდენობით მოხალისეები შემოეყვანა როკის გვირაბიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, თავისი ლოჯისტიკით და არმიის დახმარებით, მაგრამ უშუალოდ ომში არ ჩართულიყო და ასე კიდევ უფრო გავნადგურდებოდით, სეპარატისტები მოგვიგებდნენ ომს. თუ ეს გამოუვიდათ დონბასში, გამოუვიდოდათ აქაც. რუსეთმა ზუსტად ეს სცენარი დაიწყო აგვისტოს პირველ რიცხვებში, ბომბავდნენ ქართულ სოფლებს და ეს დაბომბვა ძლიერდებოდა. ამას ვერავინ გააჩერებდა, როგორც ვერ გააჩერეს დონბასში. რუსეთს უნდოდა რომ ნელ-ნელა, სეპარატისტების ხელით და რუსეთის ლოჯისტიკით, მთლიანად აეღოთ სეპარატისტებს სამხრეთ ოსეთი და მერე სხვადასხვა ვარიანტები იყო.... ან ხალხი დაამხობდა ნაციონალების ხელისუფლებას ღალატისთვის ან მაინც აღიარებდნენ სამხრეთ ოსეთს, საერთოდ ვეღარ აკონტროლებთ და რა ვქნათო და საერთო ჯამში უფრო სუფთად გამოძვრებოდნენ, ჩვენ არ ვართო იტყოდნენ.
ნაციონალებმა აქამდე იმიტომ მიიყვანეს საქმე, რომ ეგონათ ბოლო მომენტში რუსეთი ვერ ჩაერევაო. ჩემი აზრით 1 აგვისტოს შემდეგ უკვე სცენარის შეტრიალება შეუძლებელი იქნებოდა, შეიძლება ცუდსა და უარესს შორის, ცუდიც კი ავირჩიეთ.
აი, სულ სხვა იქნებოდა, თვეებით ადრე, რომ გაცილებით რბილი პოლიტიკა გაეტარებინათ, შეიძლება მართლაც ყოფილიყო შესაძლებელი რუსეთის შემოჭრის თავიდან აცილება, მაგრამ ამ გზით არ წასულან ნაცები, წავიდნენ უკომპრომისო პოლიტიკით, რაც ომით დამთავრდა.
თუმცა ამ ომით და შემდეგ უკვე უკრაინაში ომით, რუსეთმა ძალიან საშიში პანდორას ყუთი გახსნა. ღიად გადაგვიკიდა ჩვენც და უკრაინაც. საქართველო კიდევ არაფერი, მაგრამ უკრაინასთან სამხედრო კონფრონტაციის დაწყება საბედისწერო შეცდომა იყო რუსული ნეოიმპერიალიზმის მშენებლობის გზაზე, რამაც იდეაში უნდა დაფაროს ყოფილი საბჭოთა სივრცე, რაღაც სხვა ფორმატით. რუსეთის ამ უკიდურეს რისკიან პოლიტიკას, რაც ცხინვალში დაიწყო, მოყვა უკრაინული ნაციონალიზმის გაძლიერება. ცალსახად პროდასავლური ძალების მოსვლა კიევში, რაც უკვე შეუქცევადი პროცესია, კიევში "შემდეგი იანუკოვიჩის" სათავეში მოყვანა არის შეუძლებელი, უკრაინელები რადიკალურად გადაეკიდნენ რუსეთს, რაც როგორც ვხედავთ საეკლესიო და სულიერ ბრძოლაშიც გადავიდა. საბჭოთა კავშირში მოსახლეობით, ინტელექტუალური და ბუნებრივი რესურსებით მეორე ქვეყანა, რომლის გარეშეც ევრაზიული კავშირი და დსთ არაფერია, ასე გადაიკიდო, არის უხეში პოლიტიკური შეცდომა. უკრაინა არის რუსეთ-ევროპის ხიდი, პოლონეთის მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც ამხელა კონფლიქტში შესვლა მთლიანად კლავს ევრაზიული სივრცის ამბიციებს. წესით ეს არ უნდა ექნათ. ნაცებიც მაგიტომ შეცდნენ ასე უხეშად.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 23 Oct 2018, 22:14
--------------------
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)
|