სერიოზულად ადარებ ლოს-ანჯელესის აკვადუკს და ოღასკურას საცოდაობას

???
ლოს-ანჯელესში რამდენიმე მდინარის აკვადუკში მოქცევა 110 წლის (!) უკან დაიწყეს ორი მიზნით
1) ქალაქს არ ყოფნიდა წყალი, არც სასმელად და არც სამრეწველო მიზნით, რაც ლოს-ანჯელესის განვითარების პერპექტივას კლავდა..
2) იმის გამო რო წყალი არ ყოფნიდათ, 400 კმ-ს რადიუსში არსებული მდინარეები და ტბები სპეცარხებით მიუშვეს ქალაქის შუაგულში გამავალ მდინარე ლოს-ანჯელესზე, ამის გამო, განსაკუთრებით, წვიმების დროს მთელი ქალაქი იტბორებოდა..
ლოს ანჯელესისთვის წყლის მიწოდებისთვის ბრძოლა არის მთელი "ომები", რომელიც ისტორიაში California water wars სახელით არის ცნობილი..
ერთის მხრივ, უწყლობის და მეორეს მხრივ, წყალდიდობების თავიდან ასაცილებლად გადაწყდა 375 კილომეტრიანი აკვადუკის მშენებლობა, რაც იმ დროისთვის იყო უნიკალური საინჟინრო პროექტი...მშენებლობის პირველი ეტაპი გაგრძელდა 5 წელი, 1913 წელს მდინარე ლოს-ანჯელესის არხში პირველად გაუშვეს ოუენსის ტბის წყალი...და კიდე რამდენიმე პატარა მდინარე..

ეს პროექტი არ გულისხმობდა მხოლოდ მდინარე ლოს-ანჟელესის ფსკერის მობეტონებას, ეს არის თითქმის 400 კმ-ზე გადაჭიმული არხების ურთულესი წყება, თავის დამბეთით, საქაჩებით, რეზერვუარებით და ა.შ..ჰესებითაც კი..ელექტროენერგიისთვის..
მაგრამ ამ ყველაფერს ეკოლოგიური კუთხით მაინც ჰქონდა თავისი მძიმე ფასი -
1926 წელს - ოუენსის ტბა სრულიად დაშრა და ეკოლოგიური კატასგტროფა გამოიწვია
1928 წელს, ერთ-ერთი დამბა გადმოინგრა და წყალმა 450 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა...ააოხრა ლოს-ანჯელესის გარეუბანი..
1930 წლისთვის კატასტროფულად დაიკლო წყალმა მონოს ტბაში და ა. შ ა.შ
მიუხედავად, ამხელა ისტორიული მნიშვნელობისა დღემდე მიდის კამათი საჭირო იყო თუ არა ლოს-ანჟელესისთვის ეს აკვადუკი, რომელიც 50-იან და 70-იან წლებში...(ოუენსის და მონოს წლის რესურსების შემცირების გამო) კიდე უფრო დააგრძელეს..და დღემდე სასამართლოებშია საქმე, იბრძვიან მწვანეები და ა.შ..
და, ეს მოგყავს ოღასკურას დაბეტონების საპირწონედ?

150%-ით დარწმუნებული ვარ რო ოღასკურის დაბეტონებაში ატკატი სულ მცირე 1 000 000 ლარი (2,5 ლიმონის პროექტიდან) მაინც იქნებოდა...
აბსოლუტურად გაუგებარია რა საჭირო ოყო აქ ბეტონი...
საერთოდ, პროექტი უზარმაზარ შეკითხვებს ბადებს, მშენებარე ჯებირების სიმაღლეს რო დააკვირდე და რო ნახო ოღასკურა რამხელაზე დიდდება..ეგრევე მიხვდები რო ეს ფული ქუთაისისთვის წყალშია გადაყრილი..ეს არის კლასიკური კორუფცია სხვა არაფერი..ლიმონი ჩაიდეს ჯიბეში..
მაგას რა თქმა უნდა ჯობდა ყოველწლიურად გაეწმინდათ მდინარის კალაპოტი, რომელიც გადმოდიოდა იმიტო რომ 1977 წლიდან არ გაწმენდილა..

ახლა აი ასეთი პატარა ლამაზი მდინარის ნაცვლად, რომელიც სათაფლიის მთის კარსტული წლებიდან იღებს სათავეს და ძალიან მაგარ სარეკრეაციო-დასასვენებელი ადგილი შეიძლება გამხდარიყო, ქუთაისმა მიიღო უშნო და უსულო ბეტონის არხი..ფლორისა და ფაუნის გარეშე...
აი ადიდებული ოღასკურა შარშან

ეს შარშანდელი ვიდეო
https://www.facebook.com/keti.kublashvili/v...38710052829939/ესეც
https://www.facebook.com/giorgi.dateshidze/...07640675814104/ეს შარშანწინდელი
https://www.facebook.com/specialuriserviseb...89430541225679/და ეს ჯებირი დაიჭერს ადიდებულ ოღასკურას

აგერ მოუსმინეთ სპეციალისტს..რას გამოიწვევს მდინარის ფსკერის დაბეტონება
ვერეს ხეობას რაც შეეება მე თუ მეხებოდა ის შენიშვნა, საპროტესტო აქციებშიც მაქვს მონაწილეობა მიღებული, საგამოძიებო ფილმებზე რო არაფერი ვთქვა, მაგრამ რა...შეაყარე კედელს ცერცვი...სლეებმა მაინც თავისი გაიტანეს
ზუსტად ანალოგიურია აქაც, ფაცეზე ხალხი ვნახე, იმის ნაცვლად ოღასკურას გაქრობაზე წუხდნენ, იმას უსვამენ ხაზს, რომ ეს მამაზაღლი მდინარე 41 (ორმოცდაერთი!!) წლის მერე გაწმინდა და მიაბეტონა ხელისუფლებამ, მადლობა ჯეორჰიან დრიმსო
This post has been edited by guriaaa on 24 Oct 2018, 23:29