მხოლოდ 63 წლის ვარ, არამგონია უხუცესი ვიყო.
* * *
ჩემი პასუხი ქოცებს

(გუშინ დავპოსტე "ფაცეზე")
ჯერ იყო დავით ნარმანია , კაცი , რომელიც თბილისელების უმრავლესობისთვის მიუღებელი იყო ქალაქის მერის პოსტზე.
არ გაგვიწია ანგარიში თბილისელებს ბიძინამ, თავის გარემოცვიდან ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი და უსახური კანდიდატი მაინც მოგვახვია თავზე.
აი, მაშინ გამიჩნდა პირველად მის მიმართ პროტესტის გრძნობა, „ოცნების“ თავგამოდებულმა მომხრემ ნიკა მელიას მივეცი ხმა.
თურმე ჯერ სად ხარ .
მის მიერ გადადგმული მეორე ნაბიჯი გაცილებით მძიმე , მავნე, ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა.
პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი , რომელსაც თავს გვახვევს, სხვადასხვა მიზეზთა გამო, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
რატომ აკეთებს ამას? გაერთიანების ნაცვლად, რატომ ხლეჩს ერს, რატომ უპირისპირებს ადამიანებს ერთმანეთს?
გადახედეთ პოსტებს, ნახეთ მისი ბრიყვი, სიძულვილზე და ანგარებაზე დამყნობილი მხარდამჭრები, როგორი ბოღმა ჩაგუბებული, გამიზნულად, შერჩეული გესლნარევი სიტყვებით ქირქილებ.
რატომ გვაიძულებს გადავდგათ ცნობიერის საწინააღმდეგო ნაბიჯი?
რატომ გვინადგურებს ეგოს?
იქნებ რუსეთის მიმართ ანგარიშვალდებულება აიძულებს ეს ნაბიჯი გადადგას?
თუ უბრალოდ , ავადმყოფი კაცის შიზოიდური გამოხდომებია, ავადმყოფი კაცისა, რომელმაც ირწმუნა,რომ შეუძლია მასების გონების ერთპიროვნული მართვა, რომ ყოვლისშემძლეა, ყოვლისგამგებელი , საკმარისია, მან ისურვოს და აქლემი ფრენას დაიწყებს.
ჩემი აზრით, ორივე ერთად!
და მაინც, როგორც არ უნდა ეცადნონ ცინიკურ-ბოზური ღიმილით ( კახი კალაძე, არჩილ თალაკვაძე) და თევზივით უაზრო, სიცარიელე ჩამდგარი თვალებით ( ირაკლი კობახიძე, სოფო კილაძე) „ოცნების" ელიტა მის „გაპრავებას, ვერ შეძლებენ, რამეთუ გუშინწინ ყველამ ერთად დავინახეთ „იმედის“ ეთერში ერთი ციდა (ფიზიკურ მონაცემებს არ ვგულისხმობ), სიტუაციის არაადეკვატური, დამფრთხალი ადამიანი, რომელიც შიშნარევი ხმით გვიმტკიცებდა , რომ ყველაფერში დამნაშევე ერთ-ერთი ტელევიზიაა და რომ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობის ყველას შურს.
მძიმე საყურებელი იყო, ძალიან მძიმე!