აშშ-ს პრეზიდენტმა ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობების გაგზავნის საქმეზე გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ტრამპმა იუსტიციის მინისტრთან და საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად განაცხადა.
„ამანათებს უმაღლესი რანგის ექსპერტები ამოწმებენ. ფედერალური გამოძიება დაწყებულია. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ამ საზარელი აქტის ჩამდენი პირები პასუხისგებაში მივცეთ. ამისთვის ძალებს არ დავიშურებთ. ასეთ დროს ყველანი უნდა გავერთიანდეთ და ნათელი გავხადოთ ერთი მესიჯი - მუქარისა და პოლიტიკური ძალადობის აქტების ადგილი აშშ-ში არ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ასაფეთქებელი მოწყობილობები ამანათების სახით აშშ-ს ყოფილი და მოქმედი მაღალი თანამდებობის პირებს გაუგზავნეს. ამანათები მიიღეს ბარაქ ობამას, ჰილარი კლინტონის საცხოვრებელ სახლებში, ასევე დემოკრატმა კონგრესმენმა მაქსინ უოტერსმა და მილიარდერმა ფილანტროპმა ჯორჯ სოროსმა. საეჭვო ამანათები მიიღეს ტელეკომპანია CNN-ის ოფისშიც, რომელიც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი უფროსისთვის, ჯონ ბრენანისთვის იყო განკუთვნილი. ტელეკომპანიის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
არც ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ ამოქმედებულა. ამანათების დამგზავნი პირების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
https://www.interpressnews.ge/ka/article/51...bebi-gaugzavnesგაიმჯობესა ხელობა
ფეინთს აშკარად ჯობია