მოკლედ,რა გოგო აღმოვაჩინე (ნუ,ჩემთვის,რასაკვირველია),
თუმცა, თქვენც გაგიზიარებთ.
14 წ ნორვეგიელი ანჯელინა ჯორდანი.7 წლისას ნორვეგიის ვოისი
მოუგია.
გამაკვირვა მისმა გარეგნობამ,არანაირად არ ჰგავს ნორვეგიელს.ამიტომ
ჩავეძიე და თურმე დედის მხრიდან ბებია ჰყავს ირანელი,ბაბუა იაპონელი,
მამა შვედი,წარმოგიდგენიათ,რა ბუკეტია!
ჰოდა,იმიტომაც გამოვიდა სასწაული გოგო,ოქრო გოგო!
რა სერიოზული,ჭკვიანური გამომეტყველება აქვს,როგორი თავდაჯერებულია...
მის ნიჭზე აღარაფერს ვამბობ.შეიძლება ემი უაინჰაუსის რეინკარნაციაა.
მღერის ყოველთვის ფეხშიშველი ცხონებული სეზარიას მსგავსად.
ამ ვიდეოში 13წლისაა.