


Alain Delon - Les chiens
https://www.youtube.com/watch?v=rhzPILORC3oთქვენ ფიქრობთ ჩემმა ძაღლებმა იციან,რომ მე-ალენ დელონი ვარ?!
მათთვის სულერთია.
მათ ვუყვარვარ ისე,რომ არც იციან,ვინ ვარ,რას ვაკეთებ?!
ეს,უპირობო სიყვარულია,გაუაზრებელი,სრული,ნამდვილი.
ძაღლებს უყვართ თავისი პატრონი,ერთგულები არიან,ჩუქნიან აბსოლუტურ სიყვარულს, ვინც არ უნდა იყოს ის -
უსახლკარო, უპოვარი, საფრანგეთის პრეზიდენტი თუ მსახიობი…
ყოველგვარი სოციალური სტატუსისა თუ სიმდიდრის მიუხედავად.
ეს ხომ საოცრებაა?!
ახალგაზრდობაში სამხედრო ქურთუკს ატარებდა, გზაში შემხვედრი ლეკვების გასათბობად.
ერთხელ ჟურნალისტმა ჰკითხა: ვის ისურვებდა რომ ყოფილიყო მომავალ ცხოვრებაში?!
პასუხი ასეთი იყო:-ალენ დელონის ძაღლი ან ბრიჯიდ ბარდოს ჯორი!
ისინი ბედნიერები არიან!
ამ წლის იანვრის თვეში ლეგენდარულმა მსახიობმა ძალიან მწარე სიტყვები თქვა ერთ/ერთ ინტერვიუში:
-"უკვე ყველაფერი ვნახე, მთელი ცხოვრება გავლიე...ვერ ვიტან ამ დროს,რა დროშიც ვცხოვრობთ,გული მერევა…
ყველაფერი ყალბია, პატივისცემა აღარ არსებობს, არავინ ასრულებს საკუთარ დაპირებებს. მხოლოდ ფულს აქვს მნიშვნელობა.
ყოველდღე, დილიდან საღამომდე, მხოლოდ დანაშაული გვესმის. ვიცი, რომ ამ ქვეყანას სინანულის გარეშე დავტოვებ…
მინდა ჩემი ბელგიური ნაგაზი ჩემთან ერთად წავიდეს…
დიახ,მე მირჩევნია ასე ,ვიდრე დავტოვო და მწუხარებისაგან გარდაიცვალოს ჩემს საფლავზე."