paladiniPazziniMrNრატომ არ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი!პირველ რიგში გეტყვით, რომ მე არ წარმოვადგენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას და არც რომელიმე პარტიის გულრწფელობის მჯერა, რადგან პრობლემა არის ეს მოძველებული მართვის მოდელი და ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში გახდება ისეთივე როგორიც გახდა წინა ხელისუფლება ( ბოლო წლებში) და როგორც უკვე გარდაიქმნა ახლანდელი მმათველი ძალაც.
ეს ხდება იმიტომ, რომ ადამიანი თავის არსით მიდრეკილია ძალუფლებისკენ და განდიდებისკე, მართვის ამჟამინდელი ვითომ დემოკრატიული მოდელი კი ნამდვილად აძლევს შესაძლებლობას ხელისფლებაში მყოფებს ჩერთონ კორუფციაში და მოახდინონ ძალაუფლების უზურპაცია, რაშიც ჩვენი საზოგადოების განვითარება და მენტალიტეტიც ძალინ დიდ როლს თამაშობს.
რაც შეეხება ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, იმ მრავალი მიზეზების ჩამოთვლას არ დავიწყებ, რომლებსაც არასამთავროებოები და ოპოზიცია გვიზიარებს მის შესახებ, მაგრამ ის ნამდვილად ვიწრო პარტიულ ჭრილში აზროვნებს და არა ეროვნული ინტერესებიდან გამომდიანრე.
როგორც მისი ქმედებებიდან იკვეთება, სალომე ზურაბიშვილისთვის ის უფრო მთავარია, რომ ომის დაწყებაში დაადანაშაულოს და შეასუსტოს ოპონენტი, მაგრამ მას არ აინტერესებს ამის იქით რამდენად ზიანს აყენებს ქვეყანას სერთაშორისო დონეზე, თუმცა გარდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზისა, არსებობს სხვა კიდევ მნიშვნელოვანი მიზეზი თუ რატომ არ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი.
როგორც ვიცით პრეზიდენტის უფლებები საგრძნობლად შესუსტებულია და ოპოზიციურად განწყობილი პრეზიდენტი ვერც ხალხისთვის და ვერც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.
ეს არჩევნები შეილება ითქვას რეიტინგის საზომია მართველი პარტიისთვის და თუ ჩვენ გვსურს სიღარიბის, ნეპოტიზმის, ძალაუფლების და ა.შ. ხალხსთვის სასიკეთოთ წარიმართოს უნდა მივცეთ ხელისუფლებას მწვავე ნიშანი, რომ მათმა დაარღვიონ კომფორტის ზონა და რომ ჩვენ ვხვდებით რეალობას.
სალომე ზურაბიშვილზე უარის თქმა ნიშნავს მართველი პარტიის სრულ განგაშის ზარს და გამოფხიზლებას, ხოლო პრეზიდენტად არჩევა კი პირიქით მიძინებას.
განვიხილოთ, თუ რატომ არ უნდა ავირჩიოთ სალომე ზურაბიშვილი1
რადგან სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს მმართველ პარტიას, მისი გამარჯვება ნიშანი იქნება მართველი პარტიისთვის, რომ საზოგადოებას არ გააჩნია პრეტენზიები მათ მართველობაზე და დიახაც ეს ნიშანი იქნება, რომ საზოგადოება გულუხვად კენკავს იმ საკენკს რომელითაც ტელევზიაბიდან გვმოძღვრავენ, თითქოს ყველაფერი წინ მიდის და ყველა ინსტიტუცია ზედმიწევნით სწორად და უშეცდომოდ მუშაობს.
2
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ნიშნავს, რომ საქართვეოს მოსახლეობა კმაყოფილია 6 წლიანი მმართველობით და არანაირი პრეტენზია არ გააჩნია ხელისუფლების მიმართ.
3
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ნიშნავს, რომ მმართველი პარტია ერთპიროვნულად მიიღებს სასურველ გადაწყვეტილებებს და მნიშვნელოვანი წინაღობა არ ექნება, რაც არადემოკრატიულია ( ალბათ ხედავთ სალომე ზურაბიშვილს იგივე მოსაზრება გააჩნია ყველა საკითხზე რაც მართველ პარტიას აქვს).
3
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ნიშნავს, რომ მილიონებით დაფინანსებული სააჩევნო კამპანია ისევ მუშაობს მასებზე. დიახ, ჩვენ მივიღებთ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე უფრო მეტ მილიონებს, მაგრამ ვერ მივიღებთ რეალურ საქმეს. სანამ ეს მილიონები თვალებს გვიჭრელებს და ვრეაგირებთ, მანამ მხოლოდ ლაპარკი იქნება საქმის ნაცვლად.
4
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ნიშნავს, რომ აქამდე არსებული კორუფცია, ნეპოტიზმი, უსამართლობა, უმოქმედობა, უმუშევრობა, გაჭირვება და ა.შ. კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ზურაბიშვილის გამარაჯვება პირდაპირ ნიშანი იქნება მმართველი პარტიისთის, რომ ყველაფერი რიგზეა და ხალხს მოსწონთ მათი მიმართულება და ქმედებები.
5
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ნიშნავს, რომ პიარით, რეკლამით და მოსყიდვით შესაძლებელია გამარჯვება.
6
სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს განსჯის და ლოგიკურად აზროვნების უნარი წართმეული აქვთ, ისევ სახელმწიფო პოლიტიკის და საინფორმაციო საშუალებების მიერ.
რა მოხდება თუ სალომე ზურაბიშვილს არ ავირჩევთ?თუ ჩვენ არ ავირჩევთ სალომე ზურაბიშვილს და სხვა ოპოზიციურ კანდიდატს შევარჩევთ, ეს იქნება ყველაზე იდიალური და დემოკრატიული შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის.
რატომ?
საზოგადოების ეს ქმედება ხელისუფლებისთვის ნიშანი იქნება, რომ მათ მიერ ტელევიზებიდან გადმოყრილი საკენკი თითქოს ყველაფერი რიგზეა და ქვეყანა თავის მაქსიმუმით ვითარდება და ხალხის გადასახადებიდან აკრეფილი 11 მილიარდიც სწორად და კორუფციის გარეშე ნაწილდება, მიხვდებიან რომ არ მუშაობს და მეტი ზრუნვაა და შედეგებია საჭირო.
მმართველი პარტია მიხვდება, რომ მარტო მილიონებით ვეღარ მოისყიდის საზოგადოებას და დროა უფრო ყურადრება გამოიჩინოს მოსახლეობის მიმართ.
მმართველი პარტია მიხვდება, რომ კომფორტის ზონიდან უნდა გამოვიდეს და რომ უნდა იზრუნოს ხალხის კეთილდრეობაზე.
მმართველი პარტია მიხვდება, რომ უნდა შეასუსტოს კორუფცია, ნეპოტიზმი, ძალაუფლების უზურპაცია და ა.შ.
და ბოლოს, მინდა შეგახსენოთ, რომ პოლიტიკოსების მიერ საზოგადოების ქმდებები სრულად შესწავლილია, ჩვენ როგორ და რაზე ვრეაგირებთ კარგად იციან, ამიტომ არის რომ პრეზიდენტობის კანდიდატები უამრავ დაპირებებს გასცემენ, რეალურად კი ამ დაპირებებიდან არ აქვთ ბევრი რამის განხორციელების უფლება, მაგრამ მათთვის მთავარია რეაგირება მოახდინონ საზოგადოებაზე და შემდეგ დანაპირებს აღარავინ კითხულობს. რატომ? იმიტომ რომ ეს გასდით და გაუვათ მანამ სანამ ჩვენ უბრალოდ სიტყვებზე ვრეაგირებთ.
ბატონებო, დროა ჩვენც შევისწავლოთ პოლიტიკოსები და ლოგიკურად მივუდგეთ საკითხებს სწორედ მზგავსი დამოკიდებულებით მოვახდეთ მათზე რეაგირებას.
და ბოლოს, თუ ვინმეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება უნა აშინებდეს ეს პირველი ხელისუფლებაში მყოფები არიან, რადგან მათ პასუხისგება მოუწევთ ყველა არასწორ ნაბიჯებზე.
ეს გარემოება კი ჩვენ საზოგადოებამ უნდა გამოვიყენოთ და შევაშინოთ მართველი ძალა, რომ თუ სწორ ნაბიჯებს არ გადადგამენ მოვიყვანთ ოპოზიციას და პირველი მათი პასუხისგება მოხდება, ეს შეტყობინება კი ოპოზიციური პარტიის არჩევის შედეგად გაიგზავნება.
"ძალაუფლება ხალხს"
წყარო This post has been edited by D-G on 26 Oct 2018, 10:39