ქუთაისი-ვარშავის რეისზე მომხდარ შემთხვევაზე „ვიზეარი“ განცხადებას ავრცელებს
ავიაკომპანია „ვიზეარი“ ქუთაისი-ვარშავის რეისზე მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 25 ოქტომბერს, „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 ქუთაისი-ვარშავა მიმართულება შეცვალა ბუქარესტისკენ, რისი მიზეზიც გახდა ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი.
„ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრხოდ იქნა გამოყვანილი ხომალდიდან. საქმე შემდგომი მოკვლევისთვის გადაეცა პოლიციას. უსაფრთხოება ვიზეარის უპირველესი პრიორიტეტია. ავიაკომპანია უცხადებს ნულოვან ტოლერანტობას ყველა იმ ქმედებას, რაც საფთხეს უქმნის მგზავრთა და ბორტის წევრების უსაფრთხოებას. ამჯერად საქმე გადაეცა პოლიციას შემდგომი მოკვლევისთვის“, - ნათქვამია „ვიზეარის“ განცხადებაში.
* * *
თემას დავხურავ ამ ოპტიმისტურ ნოტზე
* * *
ახლა შეგიძლიათ იღადავოთ
ქუთაისი-ვარშავის რეისზე ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა20:34, 25.10.2018
ქუთაისი-ვარშავის რეისზე ცრუ შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს
„დადგენილია ზარის ავტორი და გაირკვა, რომ ზარი განხორციელდა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე და რეალურად საფრთხის შემცველი არ იყო. მიუხედავად აღნიშნულისა, ავიაკომპანია „ვიზეარმა“ მიიღო გადაწყვეტილება, ქუთაისი-ვარშავის ავიარეისი ნომრით W6 1576 დაფრენილიყო ბუქარესტის აეროპორტში და საავიაციო უშიშროების ნორმების შესაბამისად ხომალდს ჩატარებოდა დამატებითი შემოწმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთან, Reuters-ის ცნობით, ბუქარესტის აეროპორტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ცნობა ქუთაისის აეროპორტში ქალისგან მიიღეს.
დღეს „ვიზეარის“ რეისი W6 1576 ქუთაისი–ვარშავის მიმართულებით იძულებით დაეშვა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში.
„ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან. ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა”, – აცხადებენ „აეროპორტების გაერთიანებაში“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 331-ე მუხლით დაიწყო, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.