#53691980 · 30 Oct 2018, 16:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლინკოლნ მიტჩელი
ფოტო: facebook
"ქართული ოცნების" ყოფილმა მრჩეველმა ლინკოლნ მიტჩელმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მან "ქართული ოცნება" შეაფასა, და იმ შეცდომებზე ილაპარაკა, რომლებიც პარტიამ დაუშვა.
მისი აზრით, მიზეზი იმისა თუ რატომ ვერ დააგროვა სალომე ზურაბიშვილმა ხმების შესაბამისი რაოდენობა, არის ის, რომ მას აკლდა ქარიზმატულობა და არ იყო ძლიერი კანდიდატი. მიტჩელი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ქართული ოცნებისთვის დადებითი არ იქნება, ხოლო ვაშაძის შესაძლო გამარჯვებას კი ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობის დასასრულისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
„პირველი მიზეზი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ დააგროვა ხმების შესაბამისი რაოდენობა, არის ის, რომ არ იყო ძლიერი კანდიდატი, აკლდა ქარიზმატულობა და დინამიურობა. მეორე მიზეზი არის ის, რომ ქართული ოცნება ამ კამპანიის განმავლობაში სწორად არ გადმოსცემს იმას, რაც სინამდვილეში ხდება. მაგალითად იმას, რომ ქვეყანა ძალიან ნელად, მაგრამ მაინც მიდის წინ ეკონომიკის სფეროში და დასავლურ სტრუქტურებსაც უფრო უახლოვდება. გარდა ამისა ქართული ოცნება ძალაუნებურად მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს. ანუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაცილებით უკეთესია ილაპარაკოს რუსეთზე, იმაზე რომ ყველაფერი ცუდადაა, რის მიზეზსაც ქართული ოცნება იძლევა და მათ საშუალებას აძლევს გაანადგურონ ამ ბრძოლაში.
მთავარი შეცდომა ქართული ოცნებისა არის ის, რომ ისინი ყოველთვის ყველა არჩევნებზე, თუნდაც 2012 წლის არჩევნებში ამბობდნენ, თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას იცოდეთ „ნაციონალური მოძრაობა“ დაბრუნდება. ქართული ოცნება მუდმივად ლაპარაკობს იმ ცხრა წელზე, რომელიც უკვე იყო, მაგრამ ვერ ითვალისწინებს იმას, რომ რამდენიმე წლის წინ რა ეფექტიც ამას ხალხში ექნებოდა ახლა აღარ აქვს. ხალხის მეხსიერება გარკვეულწილად ბუნდოვანი ხდება და მათ ისე აღარ ეშინიათ ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების, როგორც რამდენიმე წლის წინ," - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი.
ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების - 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74%.
--------------------
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!.. ,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3
|