დემოგრაფიული კატასტროფაა ქვეყანაში.
არჩევნებზე ხალხი არ დადისო რომ ამბობენ, რას ივლის როცა ასობით ათასი ადამიანია გასული ქვეყნიდან?
2013 წლის არჩევნებზე უფრო მეტი მივიდა ვიდრე ახლა.
ეს აქტივობის ბრალი არაა არანაერად, აშკარად ახლა უფრო მეტი მიდის პროცენტულად, უფრო დიდი ინტერესია, უფრო მეტი მობილიზაციაა, ვიდრე 5 წლის წინ იყო, როდესაც ყველასთვის გასაგები იყო რომ მარგველაშვილი იმარჯვებდა.....
მაგრამ 2013-ის მერე 5 წელიწადში კიდევ ასობით ათასმა ქართველმა დატოვა ქვეყანა, არაა ქვეყანაში ფიზიკურად 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, აქედან ალბათ 1,6 მილიონი მივა, მეტი ბუნებაში არაა და რას იზამ.

არადა 3,5 მილიონია ამომრჩეველი ოფიციალურად( წასულების ჩათვლით).
სანამ აქ კანდიდატები ირჩევიან ქვეყანა რეალურად იცლება, 3 მილიონიც კი არ იქნება უკვე საქართველოს მოსახლეობა. ყველას გვყავს ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები ვინც წასულები არიან და ისინიც ვინც კიდევ აპირებს უახლოეს პერიოდში.
მესმის დღეს არჩევნებია და ამაზე ნაკლებად ფიქრობს ხალხი, მაგრამ რეალურად საშინელება ხდება დემოგრაფიულად და იქნება რომ დასრულდება პროცესი მერე მაინც დავფიქრდეთ.... თან საშველიც არ ჩანს.

ბოლო წლებში რა მიგრაციაცაა ესეთი ალბათ 1990-იანებშიც არ ყოფილა, ამის მიზეზი წასვლის გამარტივება, იმედის დაკარგვა და რა აღარაა.
არჩევნებში მოსულების რაოდენობა, ქვეყნის რეალური მოსახლეობის გაზომვის კარგი საშუალებაცაა და აშკარად, პრაქტიკულად ყველა მიდის არჩევნებზე დღეს და მაინც უფრო ცოტაა ვიდრე თუნდაც 5 წლის წინ იყო, ესეიგი რა მასშტაბების მიგრაციაა ქვეყნიდან.