fermina
წმინდა გერტრუდა ეზატელი

       
ჯგუფი: Members
წერილები: 23809
წევრი No.: 31207
რეგისტრ.: 11-March 07
|
#53893759 · 6 Dec 2018, 14:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
arasblut
QUOTE | შენ პონტში გეტყვი რატომ უნდა მოგეწონოს:
1. მაგალითია ქართველი ქალებისთვის, როგორც წარმატების სიმბოლო (ხახვი და კარტოფილი არ მიხსენო. მთელ მაგის ბიოგრაფიას ვგულისხმობ. ღარიბი ემიგრანტების ოჯახიდან გამოსულმა გოგომ მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოს დიპ. სამსახურში საკაიფო კარიერა გაიკეთა, როგორც ერთმა ბიჭმა დაწერა ფბ-ზე). თაობები ფაქტებზე იზრდებიან და არა ლაქლაქზე. შესაბამისად, სალომე მთელი თავისი ცხოვრებით წარმატებული ქალის მაგალითია ქართველი ქალებისთვის. აბა, 20 კაციანი ფემინისტური აქციებით საზოგადოებას მსოფლმხედველობას ვერ შეუცვლი. მით უმეტეს, როგორც ამ წინასაარჩენო კამპანიიდან გამოჩნდა, ამ ფემინისტ-ლიბერალების უმრავლესობა მაგარი ფარისეველი ყოფილა - ერთი სიტყვა არ შეაწიეს ქალს, ნუ ლანძღავთ პირად ცხოვრებაზე, ნუ იყენებთ მის ქალობას მის წინააღმდეგ (იყენებდნენ ამას, დიახ, და დღემდე ასეა. როგორც გეობას იყენებენ-ხოლმე ადამიანის წინააღმდეგ იმ საზოგადოებებში, სადაც ქალობა, გეობა მოწყვლადი ჯგუფებია).
2. მაგალითია პირადი ცხოვრებით, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ახსენებენ ქმართან გაშორებას და იქექებიან დეტალებში. წარსულში კი საკუთარ ოჯახთან მოუვიდა დაპირისპირება და ათეული წლები სდევნიდნენ. მაინც არ გატყდა, აფრიკაშიც კი წავიდა რომ მათ გარიდებოდა, წლები იცხოვრა ადამიანთან ქორწინების გარეშე და ბოლოს მაინც იმაზე დაქორწინდა, ვინც უყვარდა. ფეხებზე დაიკიდა დოგმებიც და დევნა-შევიწროებასაც გაუძლო. ანუ პირადი ცხოვრებითაც ძლიერი და არასტანდარტული ქართველი ქალია.
3. ფრანგულ დიპლომატიაში გაკეთებული კარიერა, რაც უქმნის პრეზიდენტს და მასთან ერთად ერს და სახელმწიფოს პროევროპელის, ევროპელის იმიჯს და პატივისცემით განაწყობს მის მიმართ. ამის დამადასტურებლად აიღე სტატიები, სიუჟეტები, უბრალო ინტერნეტ მომხმარებლების კომენტარები - ყველას ძალიან მოსწონს მისი ბიოგრაფია, საუბარი, აზროვნება, მსოფლმხედველობა და ასე შემდეგ. არის მის მიმართ ძალიან ძალიან დიდი დაინტერესება და შესაბამისად, ეს დაინტერესება გაიზარდა ქვეყნის მიმართაც.
4. გაწონასწორებულობა, რაფინირებულობა და ქართველი პოლიტიკოსისთვის არადამახასიათებელი სიმშვიდე.
5. განათლება და იმის ცოდნა რომ იცის ცივილიზებულ მსოფლიოს როგორ უნდა ელაპარაკოს.
6. არანაირი ხახვი და კარტოფილი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი, ვიდრე ამას ნაცმო აკეთებდა. ეგ ჩვეულებრივი შავი პიარი იყო, რომელიც ჩიჩინის შედეგად ჩაგიბეჭდეს.
7. ძველი ბიჭები და მსგავსები ყველა მხარეს არიან საქართველოში. სალომე მათი მფარველი ვერ იქნება ვერანაირად. მასე ვაშაძის შტაბშიც იყვნენ ძველი ბიჭები და გარეგანი ეფექტებით ხომ საერთოდ, სუფთა მურთაზას ვიდზე იდგა მთელი შტაბი. ვერ დააკვირდი? სალომე ფართო და ლამაზი ღიმილით, განათებული სახით, ანალოგიურად მისი გარემოცვა, ბევრი ქალები, გვერდით სალომეს ლამაზი გოგო და იქეთ, დაბღვერილი ვაშაძე, სულ კაცებით გარშემორტყმული, ისინიც დაბღვერილები. ეს ვაშაძე თავის ცნობილ ცოლსაც არ იყენებდა გვერდით. რომელია ახლა ამათში ძველი ბიჭი.
8. ქართულად ვერ მეტყველებს არა, ხარვეზები აქვს. მაგრამ დადებითი ისაა, რომ 100 წლის წინ გაქცეული ემიგრანტების მესამე-მეოთხე თაობამ იცის ქართული და ქართველად არიან გაზრდილები ემიგრაციაში. ესეც პასუხი იმაზე, რომ თურმე "ქართული არაფერი აქვს." სალომეს არ აქვს არაფერი ქართული და ბოკერიას, კანდელაკს და აკო მინაშვილს აქვთ? ან თვითონ ვაშაძეს რა აქვს ქართული - ტიპიური რუსი მუჟიკია - ჯერ ის რომ თქვა, ყველა ნორმალური მამრივით ორი ცოლი მყავდაო. ეგაა ქართული სული? რუსია ტიპი.
ვიზუალზე შენც თქვი. ლამაზი რომ არის ეგ ერთი და თეთრი და მკვეთრად ლურჯთვალება რომ არის, ეგეც დიდი პლუსია.
მოკლედ, მარტივია ამ ყველაფრის დანახვა, მაგრამ თუ არ გინდა დაინახო და პოლიტიკურად ანგაჟირებული ხარ, მაშინ იასნია არ დაინახავ. |
არის აქ ჩამოწერილთაგან საკითხები, რომელშიც შეიძლება დაგეთანხმოს ადამიანი.
მაგრამ ბევრი რამ, მაგ. თუნდაც ეს:
QUOTE | 4. გაწონასწორებულობა, რაფინირებულობა და ქართველი პოლიტიკოსისთვის არადამახასიათებელი სიმშვიდე.
|
აბა შენ გულში ჩაიხედე, მართალია? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისთვის რუსეთუმეობის დაბრალებას და ა.შ. რაც მეც კი არ მინდა დავიჯერო, ყველაზე უარესი არის ჩემთვის ის ფაქტი, რომ ეს ქალბატონი არის სახელისუფლებო პარტიის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერილი და მისი ნება-სურვილით და ფულით გაპრეზიდენტებული, ამასთან ძალიან სერიოზული დარღვევებით ჩატარებული არჩევნების შედეგად. QUOTE | ბევრი ქალები, გვერდით სალომეს ლამაზი გოგო და იქეთ |
ნინი ქარსელაძე არ დაგავიწყდეს.
--------------------
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა
|